18-წლამდელთა ნაკრებმა ტალინის ტურნირი ესტონეთთან წაგებით დაასრულა

18-წლამდელთა ნაკრებმა ტალინის ტურნირი ესტონეთთან წაგებით დაასრულა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ტალინის საერთაშორისო ტურნირი თითო მოგებ-წაგებით დაასრულა. მატჩი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ესტონელთა გამარჯვებით – 87:61 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ქართველებმა ბელარუსებს 99:89 მოუგეს.
პირველი მეოთხედი თანაბარი გამოდგა. ქართველებმა მასპინძლებს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიეს და პირველი ათწუთეული 3 ქულით დათმეს. მეორე ნახევარში მასპინძლებმა იძალეს და დიდი შესვენებისთვის 13 ქულით დაწინაურდნენ.
მეორე ნახევარში ქართველებმა ვეღარ მოახერხეს თამაშის სათავისო კალაპოტში ჩაყენება და დიდი სხვაობით დამარცხდნენ.
საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 9–დან 19 აგვისტოს ჩათვლით იასპარეზებს. ტურნირს ბოსნიის დედაქალაქი სარაევო უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფში მასპინძელ ბოსნიასთან, პორტუგალიასთან, ჰოლანდიასთან და ბელგიასთან მოხვდა. მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 2 საუკეთესო გუნდი გავა. A დივიზიონის საგზურს ტურნირის 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.
ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა მატჩის თავისი გუნდის თამაში კრიტიკულად შეაფასა:
 
– ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით – დაცვაში. ბიჭებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს, რაც გამოსწორებადია. ეს მეორე მატჩი იყო, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე კი კიდევ 8 დღე გვაქვს. დარჩენილ დროში ეს ხარვეზები უნდა გამოვასწოროთ და ბოსნიაში გასამართ B დივიზიონის მატჩებში ღირსეულად უნდა ვიასპარეზოთ.
 
ესტონეთი 87:61 საქართველო
21:18, 21:11, 23:17, 22:15
საქართველო: გოგოძე 12, ტომარაძე 9, ბულიავა 9, ცირეკიძე 5, მიქელაძე 8, აბულაძე 4, კვანტალიანი 4, რამიშვილი 4, დვალი 3, ძიძიგური 3