საქართველოს 1992-წლიანთა ნაკრები 12 მარტს გაემაგზარა სტამბოლში (თურქეთი), სადაც დაჰყოფს 5 დღეს და ამ დროში გამართავს 4 ამხანაგურ მატჩს.
ჩვენი ნაკრების მეტოქეები იქნებიან სტამბოლის “ფენერბახჩესა” და “ეფეს პილზენის” 1991 წელს დაბადებული მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდები.
აღნიშნული მატჩებით ნაკრები მიიღებს აუცილებელ საერთაშორისო გამოცდილებას, რათა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე წარმატებით იასპარეზონ. გუშინ მასმედიისთვის გაიმართა ღია ვარჯიში.
საქართველოს 1992-წლიანთა ნაკრების შემადგენლობა
უკანა ხაზი: 10. დავით გურაბანიძე (“მართვე I”), 7. გიორგი ტეტელაშვილი (“მართვე II”), 9. ირაკლი ჩერქეზიშვილი (“მართვე I”), 12. შალვა კაკაურიძე (თსუ).
ფორვარდები: 8. მერაბ ბოქოლიშვილი (“აკადემია”), 5. ლაშა მამალაძე (“მართვე I”), 14. ნოდარ თენიეშვილი (“ბათუმი”), 15. გიორგი ჩიბურდანიძე (“ბათუმი”), 13. ბექა ჩეჩელაშვილი (“აკადემია”), 4. ნიკა მაღრაძე (“მართვე I”).
ცენტრები: 11. გიორგი ჯავახიშვილი (“აკადემია”), 6. გიორგი მირიანაშვილი (“მართვე II”).
მთავარი მწვრთნელი: გელა წულაძე.
ასისტენტები: გია კაზანჯიანი, გია ტეტელაშვილი.