1995–წლიანთა ჩემპიონატი ზურაბ სამხარაძის “მართვემ” მოიგო

1995–წლიანთა ჩემპიონატი. ფინალი. მესამე მატჩი. 6 ივნისი
მართვე 93:60 ქუთაისი
 
გუშინ დასრულდა 1995 წელს დაბადებულ ვაჟთა ჩემპიონატი, რომლის გამარჯვებულიც გახდა ზურაბ სამხარაძის „მართვე“.
ფინალურ სერიაში სამხარაძის გუნდს მეტოქედ „ქუთაისი“ ჰყავდა, რომელმაც თავის მხრივ ნახევარფინალური სერია „აკადემიას“ მოუგო. ხოლო „მართვეს“ ფინალში გასასვლელად თამაზ ოქრუაშვილის „ვერეს“ წინააღმდეგობის დაძლევა მოუხდა.
ფინალური სერია, ისევე როგორც ნახევარფინალური, სამ გამარჯვებამდე იყო და საქმე გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა. „მართვემ“ 8 დღის წინ თბილისის ვერის ბაღის დარბაზში მოახერხა ქუთაისელების დამარცხება, თუმცა იმერლებმა 2 დღეში შინაურ სარბიელზე 3 ქულით შესძლეს სამხარაძის გუნდის დამარცხება და სერიაში ანგარიში გათანაბრდა. გუშინ კი ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართა.
ქუტაისელებს საკმაოდ გულშემატკივარი ჩამოჰყვა, რომლებიც მხურვალედ კი ქომაგობდნენ იმერლებს, მაგრამ ამან ვერ უშველა სტუმრებს. მართველებმა თავიდანვე რომ მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა, თამაშის ბოლომდე სათოფეზე აღარ გაუკარებიათ ქუთაისელები. 26:5 – ასე დაწინაურდა თავიდან „მართვე“ . მეორე მეოთხედში სამხარაძის გუნდის უპირატესობამ 30 ქულას გადააჭარბა და ამ ნიშნულის ქვემოთ მათი ლიდერობა აღარც ჩამოსულა.
ჩემპიონი „მართვეს“ შემადგენლობა:
ცეცაძე, გორდულაძე, ქემოკლიძე, პულუზაშვილი, აბულაძე, მჭედლიძე, კიკნაველიძე, კენჭიაშვილი, წიწილაშვილი, ბოლქვაძე, გაგელიძე
 
ფინალის ფოტორეპორტაჟი:
 

 

მართვეს მწვრთნელი ზურაბ სამხარაძე
 

 

ეს–ესაა, “მართვე” გაჩემპიონდა
 

 

ქუთაისელებს ვერცხლის მედლები ერგოთ