საქართველოს 1997–წლამდელთა ჩემპიონატი. ნახევარფინალი. საპასუხო მატჩი.
საკალათბურთო აკადემია. 23 ივნისი
ორბი 64:46 ბათუმი
თბილისის „ორბსა“ და „ბათუმის“ ნახევარფინალურ სერიაში მესამე, გადამწყვეტი მატჩის გამართვა გახდა საჭირო. მას შემდეგ, რაც „ორბი“ გუშინწინ ბათუმში 50:63 დამარცხდა, დღეს საპასუხო შეხვედრაში ზღვისპირელებს შანსი არ დაუტოვა, 64:46 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრა ზვიად დიდბარიძის გუნდის უპირატესობით რომ დაიწყო, ასევე დამთავრდა. „ორბმა“ თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე ახლოსაც არ გაიკარა. ბათუმელებს წარმატების შანსი არ ჰქონიათ.
ამ წყვილში გამარჯვებული მესამე მატჩში გამოვლინდება. რაკი რეგულარულ ჩემპიონატში ბათუმელებმა „ორბზე“ მაღალი ადგილი დაიკავეს, მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა ზღვისპირელების მოედანზე გაიმართება. შეხვედრა 25 ივნისს, 14 საათზე ბათუმის დარბაზში გაიმართება.