1997-წლამდელები: პლეი ოფი რეგიონების დომინირებით დაიწყო

საქართველოს 1997–წლამდელთა ჩემპიონატი. ნახევარფინალი. პირველი მატჩები
რუსთავი. 21 ივნისი
რუსთავი 73:43 აკადემია
ბათუმი. 21 ივნისი
ბათუმი 63:50 ორბი
 
დღეს დაიწყო 1997–წლამდე დაბადებულთა ჩემპიონატის პლეი ოფი. ბათუმსა და რუსთვში გამართული მატჩები მასპინძლებმა მოიგეს, საპასუხიო შეხვედრები ხვალ და ზეგ თბილისში გაიმართება.
სანამ ნახევარფინალურ მატჩებზე ვიტყვით, თვალი განვლილ ეტაპს, რეგულარულ ჩემპიონატს გადავავლოთ. შეჯიბრსი 7 გუნდი მონაწილეობდა, რომლებმაც 2 წრე ჩაატარეს და 12 ტურის თავზე ასეთი შედეგები დაფიქსირდა: პირველზე „რუსთავი“ გავიდა, მეორეზე – „ბათუმი“, მესამეზე – „ორბი“, მეოთხეზე კი – „აკადემია“.
ეს გუნდები დაწყვილდნენ სწორედ ნახევარფინალში. „აკადემიამ“ რუსთავში ვერაფერი გააწყო და 43:73 დამარცხდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მატჩი საკმაოდ ემოციური გამოდგა და მსაჯებს მოედნიდან ჯერ მასპინძელთა მწვრთნელის – ოთარ ხმელიძის გაძევება მოუხდა, ხოლო ბოლო ათწუთეულში ფიცარნაგი „აკადემიის“ თავკაც ვასილ სომხიშვილსაც დაატოვებინეს.
რაც შეეხება ბათუმში გამართულ შეხვედრას, ის უფრო დაძაბული გამოდგა. ბათუმელებმა თავიდან მცირე უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა საბოლოოდ 13 ქულით იმარჯვეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.
საპასუხო მატჩები თბილისში, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება. ხვალ, 22 ივნისს, 16 საათზე „აკადემია“ „რუსთვს“ შეხვდება, ხოლო 23 ივნისს, 14 საათზე „ორბი“ „ბათუმს“ უმასპინძლებს.
 
რეგულარული ჩემპიონატის
საბოლოო ცხრილი
                            თ.    მ.   წ.  ქულა
რუსთავი       12  10   2  22
ბათუმი          12   9   3   21
ორბი               12  9   3   21
აკადემია        12   7   5   19
მართვე           12   5   7   17
ლომები          12   2   10  14
ბასტიონი       12   0   12  12