1998–წლამდელთა მინი–ფესტივალი “აკადემიამ” მოიგო

1998–წლამდელთა მინი–ფესტივალი. აკადემია. 7 ივნისი
ბათუმი 23:30 ორბი
4:7 4:4 7:8 8:11
ბათუმი: აფხაზავა (13), ბაბილოძე (8), თურმანიძე (2)
ორბი: ყირიმელი (9), ლოლიშვილი (8), მჭედლიშვილი (5)
რუსთავი 7:33 აკადემია
0:6 3:14 2:6 2:7
რუსთავი: ღვედაშვილი (3), ბაქრაძე (2), პატაშური (2)
აკადემია: ცირეკიძე (9), აკობია (8), ლეონიძე (7)
 
საბოლოო ცხრილი
 
აკადემია      3        3         0       +51      6
ორბი            3        2         1       +19       5
ბათუმი        3        1         2        –16      4
რუსთავი     3        0          3       –54       3
 
„აკადემიას“ პირველობა განაღდებული კი ჰქონდა, მაგრამ გია კაზანჯიანის გუნდმა არაფერი დამო მინი–ფესტივლის ბოლო ტურში „რუსთავთან“ და ტურნირის ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა. ამრიგად, „აკადემიამ“ სამიდან სამივე შეხვედრა მოიგო და 1998–წლიანთა მინი–ფესტივლის გამარჯვებული გახდა.
ვინაიდან ფესტივალზე არ იყო საპლეიოფო სისტემა და ადგილები ცხრილში დაკავებული ადგილების მიხედვით ნაწილდებოდა, მეორეზე გასული „ბათუმისა“ და „ორბის“ შეხვედრას უნდა გამოევლინა. მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. თავიდან „ორბი“ კი დაეუფლა მცირე უპირატესობას, მაგრამ დავიტ აფხაზავას წინამძღოლობით, რომელიც ქულას ქულაზე იხვეჭდა, ბათუმელები მეტოქეს კუდში მისდევდნენ და ბოლო მეოთხედში 2 ქულითაც მიუახლოვდნენ. „ორბის“ თავკაცმა ზვიად დიდბარიძემ წუთშესვენება აიღო და შეგირდებს დავალება მისცა,რაც ბიჭებმა კარგად შეასრულეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც.
„ორბმა“ მოიგო ესტაფეტაც, რომელიც სისწრაფეში, დრიბლინგსა და ბურთის სროლაში გაიმართა. ფესტივალის ყველა მონაწილეს საკალათბურთო ბურთები, სიგელები და საჩუქრებიც გადაეცა.
 
რუსთავი – აკადემიას ფოტორეპორტაჟი
 

 

 

 

 

 

 

აკადემიელთა სიხარული
 

 

მინი–ფესტივალის გამარჯვებული “აკადემია”
 

გია კაზანჯიანი თავის შეგირდებს სიგელებს ურიგებს
 
ბათუმი – ორბის ფოტოები:
 

 
 

 
 

მეორე ადგილზე გასული “ორბი”
 

მესამეადგილოსანი “ბათუმი”