1998–წლამდელთა ფესტივალი დაიწყო

1998–წლამდელთა მინი–საკალათბურთო ფესტივალი. აკადემია. 7 ივნისი
აკადემია 36:29 ორბი
15:5 8:5 9:19 4:0
აკადემია: ლეონიძე (14), ზურაბაშვილი (8)
ორბი: გონჯილაშვილი (13), ლოლიშვილი (9)
რუსთავი 13:24 ბათუმი
4:8 5:3 0:5 4:8
რუსთავი: ბოგვერაძე (5), ბეჟანიშვილი (2)
ბათუმი: აბხაზავა (8), ბაბილოძე (7)
 
დამთავრდა თუ არა 1997–წლამდელთა ფესტივალი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მინი–კალათბურთის კომიტეტის ხელმძღვანელმა სერგო იშხნელმა მომდევნო ასაკში გააჩაღა ანალოგიური ტურნირი.
1998 წლამდე დაბადებულთა მინი–ფესტივლის პირველ ტურს კვლავ აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა. ტურნირში 4 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ჯგუფში არიან თავმოყრილნი და ერთი წრის ჩათამაშების შემდეგ გამარჯვებულიც გამოვლინდება.
პირველ დღეს „აკადემიამ“ ტურნირის შარშანდელ მომგებ „ორბს“ მოუგო 36:29. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო მეოთხედში გაირკვა.
მეორე მატჩში არადედაქალაქური გუნდები შეხვდნენ. რუსთაველთა და ბათუმელთა შერკინება ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.
 
რუსთავი – ბათუმის ფორორეპორტაჟი: