1999–წლამდელთა ფესტივალიც “ორბმა” მოიგო

მინი–კალათბურთი 1999 წლამდე დაბადებულთა შორის.
 აკადემიის დარბაზი. 7–10 ივნისი
 
A ჯგუფი
აკადემია
ორბი
მართვე
ბასტიონი
 
B ჯგუფი
რუსთავი
ზესტაფონი
სამედიცინო
ჯვაქროსნები
 
7 ივნისი
აკადემია 35:10 ბასტიონი
ორბი 43:20 მართვე
ზესტაფონი 16:15 სამედიცინო
რუსთავი 25:43 ჯვაროსნები
 
8 ივნისი
ორბი 46:7 ჯვაროსნები
აკადემია 33:22 მართვე
ზესტაფონი 22:37 რუსთავი
ჯვაროსნები 33:7 სამედიცინო
 
9 ივნისი
აკადემია 16:27 ორბი
მართვე 26:16 ბასტიონი
რუსთავი 31:13 სამედიცინო
ჯვაროსნები 38:10 ზესტაფონი
 
10 ივნისი
7–8 ადგილებისთვის
ბასტიონი 21:24 სამედიცინო
5–6 ადგილებისთვის
ზესტაფონი 13:25 მართვე
3–4 ადგილებისთვის
რუსთავი 16:27 აკადემია
ფინალი
ორბი 32:22 ჯვაროსნები
 
ბავშვთა საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დასრულდა 1999 წლამდე დაბადებულთა ფესტივალი. ტურნირში, რომელიც 4 დღის მანძილზე გრძელდებოდა, 8 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 2 ჯგუფში იყვნენ გადანაწილებულნი.
გათამაშდა ყველა ადგილი. გუნდები გადამწყვეტ მატჩებში იმ ადგილების მიხედვით დაწყვილდნენ, რომელიც ჯგუფში დაიკავეს. ანუ ფინალში პირველ ადგილზე გასული გუნდები შეხვდნენ, ხოლო მესამე ადგილისთვის მეორე ადგილებზე გასული გუნდები  შეერკინენ და ასე შემდეგ.
პირველობისთვის ჯგუფებში წაუგებელი გუნდები შეხვდნენ. ასეთები კი „ორბი“ და „ჯვაროსნები“ აღმოცდნენ. ეს ფინალური მატჩი საინტერესოდ წარიმართა და გამარჯვებული ბოლო 3 წუთში გამოვლინდა. „ჯვაროსნები“ საფინალიო სირენამდე 4 წუთით ადრე 21:19 იგებდნენ, თუმცა დარჩენილ დროში „ორბის“ კალათბურთელებმა სიმტკიცე გამოიჩინეს და საბოლოოდ 32:22 გაიმარჯვეს. უნდა აღინიშნოს, რომ 5 ივნისს  დასრულებულ 1998–წლიანთა ფესტივალშიც „ორბმა“ გაიმარჯვა.
მესამე ადგილისთვის მატჩში „აკადემიამ“ „რუსთავს“ არ დაუტოვა შანსი. მეხუთე ადგილზე „მართვე“ გავიდა, ხოლო მეშვიდე ადგილი „ბასტიონის“ მომგებმა „სამედიცინომ“ ირგუნა.
ფესტივალზე გაიმართა ეგრედ წოდებული ესტაფეტა, რომელშიც გუნდები ერთამეთს დრიბლინგში და ფარქვეშ შესვლებში შეეჯიბრნენ. ესტაფეტაში რუსთაველებმა იმარჯვეს, მეორე ადგილი კი „მართვეს“ ერგო.
ტურნირის ყველა მონაწილეს დაურიგდა 23–25 ივლისს თბილისში გასამართი ოთხთა საერთაშორისო ტურნირის მოსაწვევები.
 
 

ფინალი: “ორბი” – “ჯვაროსნები”
 
 
 

მეორე ადგილის დამკავებელი “ჯვაროსნები”
 
 

მესამეზე გასული “აკადემია”
 

ჩემპიონ “ორბის” კალათბურთელებს ცნობილი ვეტერანი
 კალათბურთელი ანტონ კაზანჯიანი აჯილდოვებს
 

ჩემპიონი “ორბი” და მისი მწვრთველი ნინო ყიფშიძე