20 მარტს U22 ჩემპიონატის ბოლო მეოთხედფინალისტი გამოვლინდება: ვსა ან თსსუ

20 მარტს U22 ჩემპიონატის ბოლო მეოთხედფინალისტი გამოვლინდება: ვსა ან თსსუ

22-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატში რეგულარული ჩემპიონატი სრულდება. დარჩენილია 2 მატჩი, რომელმაც A ჯგუფიდან გამსვლელი გუნდების ვინაობა უნდა გაარკვიოს. B ჯგუფში თამაშები დასრულდა და ის 4 გუნდიც გაირკვა, რომლებიც პლეი ოფში (მეოთხედფინალში) გავიდნენ.

სანამ შედეგებზე გადავალთ, გათამაშების ფორმატს შეგახსენებთ: ტურნირში მონაწილე 15 გუნდი 2 ჯგუფში გადანაწილდა: A ჯგუფში 8 გუნდმა მოიყარა თავი, B-ში კი, შესაბამისად, 7-მა. 2 წრის შედეგად პლეი ოფში თითოეული ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო გადის. B ჯგუფში რეგულარული ჩემპიონატის 2 წრე დასრულდა და პლეი ოფში გუნდები ამ თანმიმდევრობით გავიდნენ: სპორტუნი, რუსთავი, ბასკო 2 და სოხუმის კოლხა. პირველ ადგილზე გასულმა სპორტუნიმ რეგულარული წაუგებლად, 12 მოგებით დაასრულა და პლეი ოფის პირველ წრეში, მეოთხედფინალში A ჯგუფის მე4 ადგილიდან გასულ გუნდს შეხვდება, რომელიც ჯერ უცნობია, ვინ იქნება.

A ჯგუფში დიდი ამბებია. დღეს, თბილისი არენაზე საკვანძო მატჩი გაიმართა, რომელშიც თსსუ-მ ვსა-ს უმასპინძლა. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდს რომ მოეგო, ოთხეულში ადგილს ინაღდებდა, თუმცა დაძაბულ ბრძოლაში 60:62 წააგო და სიტუაცია ჩაიხლართა. პირველი ადგილი წაუგებელ, 12-დან 12 მოგების მქონე ქუთაისს აქვს გარანტირებული, ხოლო მე-2 ოვერტაიმმა გაინაღდა. დარჩენილი 2 ადგილისთვის 3 გუნდი იბრძვის – თსსუ, სოხუმი-საქართველო და ვსა.

ვსა-მ და სოხუმი-საქართველომ ჯგუფის თამაშები დაასრულეს: ორივე მათგანმა 9 მოიგო, ხოლო 5 კი დათმო. მესამეზე კონკურენტ თსუ-ს ერთი მატჩი დარჩა ქუთაისთან, რომელსაც თუ მოიგებს, მოგება-წაგებებით ვსა-ს და სოხუმი-საქართველოს გაუთანაბრდება და ეს 3 გუნდი რეგულარულ ჩემპიონატს თანაბარი ქულებით დაასრულებენ. ამ შემთხვევაში კი 3-დან 2 საუკეთესოს ერთმანეთში ჩატარებული მატჩებში ნაჩვენები შედეგები გაარკვევს, რომლის მიხედვითაც საუკეთესო თსსუ-ა, შემდეგ მოდის სოხუმი-საქართველო და ბოლოს ვსა. შესაბამისად, თუ თსსუ ქუთაისს მოუგებს, პლეი ოფში თსსუ და სოხუმი-საქართველო გავლენ. თუ თსსუ წააგებს, ამ სამიდან სწორედ ის ჩარჩება ჯგუფში.

შესაბამისად, გადაწყვეტილია, რომ პლეი ოფში გავიდა სოხუმი-საქართველო, რადგან როგორც არ უნდა დასრულდეს ქუთაისისა და თსსუ-ს მატჩი, ეს გუნდი ოთხეულს მიღმა მაინც არ დარჩება. გადამწყვეტი მატჩი კი თსსუ-სა და ქუთაისს შორის თბილისი არენაზე, 20 მარტს გაიმართება.

A ჯგუფში დარჩენილ მეორე შეხვედრას (ქუთაისი – ოვერტაიმი) სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. ქუთაისი პირველ ადგილზეა, ხოლო ოვერტაიმი – მეორეზე.

აქ გთავაზობთ ზემოთ განხილულ იმ შესაძლო ვარიანტს, თუკი სამი გუნდი თანაბარ ქულებს დააგროვებს და რის საფუძველზე მიენიჭება უპირატესობა თსსუ-სა და სოხუმი-საქართველოს.

ვსა – თსსუ                        62:60

თსსუ – ვსა                         84:77

ვსა – სოხუმი                    116:120

სოხუმი- ვსა                      72:76

თსსუ – სოხუმი                78:70

სოხუმი – თსსუ                93:87