20–წლამდელები: “მაკაბი” საპლეიოფო ზონაში შევიდა

16 მარტი. სასოფლო
სამედიცინო 71:85 მაკაბი
22:24 20:16 16:17 13:28
სამედიცინო: ლეჟავა (26), წიკლაური (15)
მაკაბი: ჯანგველაძე (23 ქულა, 12 მოხსნა), ლონდარიძე (18 ქულა, 23 მოხსნა), კილაძე (16)
 

რუსთავი

11

10

1

21
სამედიცინო

11

5

6

16
მაკაბი

9

5

4

14
მართვე

9

4

5

13
აკადემია

7

5

2

12
ქუთაისი

11

0

11

11 
 
 
 
 
 
 
 
 
სამედიცინო ინსტიტუტის გუნდმა ლამის მოგებული თამაში წააგო „მაკაბისთან“. სერგო იშხნელის გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში ღირსეულად ებრძოლებოდა ჯამლეტ ხუხაშვილის შეგირდებს, უმეტესად ლიდერობდა კიდეც, მაგრამ ბოლო მეოთხედი ჩააგდო და მასთან ერთად მთლიანად მატჩიც.
უფრო ზუსტად, „მედიკოსებმა“ თამაშის ბოლო 3 წუთში გაანიავეს ყველაფერი ის, რაც მანამდე მოიპოვეს. საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე „სამედიცინო“ 70:68 იგებდა, თუმცა მატჩის საბოლოო შედეგიდანაც კარგად დაინახავთ, თუ როგორ არადამაჯერებლად ჩაამთავრეს შეხედრა იხშნელის შეგირდებმა. ბოლო სამწუთეული მათ 3:17 წააგეს – ანუ „მაკაბის“ ყველაფერი გამოუვიდა, „სამედიცინოს“ კი – არაფერი.
„მაკაბიმ“ რაშიც დამაჯერებლად აჯობა იშხნელის გუნდს, მოხსნებია. ხუხაშვილის გუნდმა მეტოქეზე 18–ით მეტი მოხსნა განახორციელა, რაშიც ლომის წილი 23 მოხსნის მომხვეჭ ილია ლონდარიძეს მიუძღვის. სწორედ ლონდარიძე იყო, ბოლო წუთებზე რომ გატეხა „მედიკოსები“, თუმცა არც ბექა ნოზაძის ბოლო წუთზე ჩაგდებულ საჭირო სამქულიანს მართებს დავიწყება.
ამ მოგებიტ „მაკაბი“ საპლეიოფო ზონაში გაერია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეხუთეზე მყოფ „აკადემიას“ კონკურენტებზე მინიმუმ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
 

“მაკაბის” ფარს” უტევს “მედიკოსი” ზურაბ მაისურაძე
 

 

გარღვევაზეა იოსებ ლეჟავა
 

ირაკლი გაბისონიას მაკაბელი ილია ლონდარიძე ეღობება