ნახევარფინალის საგზურის ბოლო მფლობელი თბილისის „ნიკეა“. რეგულარულ ჩემპიონატში მე–5 ადგილზე გასულმა გია ტეტელაშვილის გუნდმა მეოთხეადგილოსანი „დინამო“ 73:67 დაამარცხა.
რეგულარულ ჩემპიონატის მეორე წრეში „ნიკემ“ ქულით – 74:73 მოუგო დინამოს, თუმც პირველ წრეში დინამოელებმა დიდი სხვაობით იმარჯვეს. მეოთხედფინალური ეს შეხვედრა დავით თორთლაძის „დინამოს“ უპირატესობით დაიწყო და უკვე მეხუთე წუთისთვის „ნიკე“ 10 ქულით აგებდა. დინამოელები შორიდან აგდებდნენ, პერიოდულად ფარქვეშ ირაკლი ალხანაიძეც გამოიდებდა თავს. ტეტელაშვილის გუნდი კი ამასობაში დაცვას ამაგრებდა და რაც მთავარია, გიორგი ტეტელაშვილისა და სხვათა სისწრაფის ხარჯზე, „ნიკე“ პირველ შეტევაშიც კარგად „გარბოდა“. სწორედ სისწრაფისა და მწყობრი დაცვის ხარჯზე ნიკელებმა ჯერ გააბათილეს ანგარიში და მეორე მეოთხედის ბლოს 10 ქულითაც დაწინაურდნენ – 35:25.
მეორე ტაიმში „ნიკემ“ კარგად აპრობირებული სათამაშო სტილით განაგრძო ორთაბრძოლა და მისმა უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა. ბოლო მეოთხედში დინამოელებმა სცადეს, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
„ნიკე“ ნახევარფილში გავიდა და იქ მოქმედ ჩემპიონ „ენერჯი–ინვესტს“ შეხვდება. პირველი მატჩი 30 აპრილს რუსთავში გაიმართება. ნახევარფინალურ სერიაში გამარჯვება 2 მოგებამდე იქნება. მეორე ნახევარფინალი კი 29 პრილს, თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყება და იქ ერთმანეთს 18:00 საათზე „სამედიცინო“ და „ჰიუნდაი“ ხვდებიან.
მატჩის სტატისტიკა: http://u-20.ge/playoff/09-10/result/135
მატჩის ფოტოგალერეა: http://u-20.ge/gallery.php