20–წლამდელები: ქართველები ევროპაზე ჯგუფიდან ვერ გავიდნენ

20–წლამდელები: ქართველები ევროპაზე ჯგუფიდან ვერ გავიდნენ

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ავსტრია. 16 ივლისი
საქართველო 81:88 ისრაელი
 
მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა ავსტრიაში მიმდინარე ევროჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი მარცხი განიცადა. ქართველებმა უნგრეთთან სადებიუტო წაგების შემდეგ ისრაელთანაც წარუმატებლად ითამაშეს და 81:88 დამარცხდნენ.
წინა მატჩისგან განსხვავებით ქართველებს გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდათ. თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ბერუაშვილის სეგირდები 75:74 იგებდნენ, ხოლო საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე 3 ქულით ჩამორჩებოდნენ და ბურთაც ფლობდნენ, მაგრამ…
საქართველოს მარცხის უპირველესი მიზეზი ებრაელთა 210–სანტიმეტრიანი ცენტრი იაკობ კოენია, რომლის შეჩერებაც ჩვენებმა ვერა და ვერ მოიახერხეს. კოენმა საბოლოო ჯამში 34 ქულა მიითვალა, ის გახლდათ ებრაელთა სული და გული.
ჩვენიანთაგან კი თამაში არ წაუვიდა გუნდის ლიდერს, ეროვნული ნაკრების წევრ თორნიკე შენგელიას, რომელიც 17 ქულას დასჯერდა.
ჩვენებს ჯგუფში 1 მატჩი დარჩათ, შვედეთთან, თუმცა მისი მოგების შემთხვევაშიც კი ვერ გადიან ჯგუფიდან. ეს იმიტომ, რომ ჯგუფის მეორე მატჩში შვედეთმა უნგრეთს მოუგო და სკანდინავიელებმა ჯგუფიდან გასვლა გაინაღდეს. გამსვლელ მეორე–მესამე ადგილებს კი უნგრეთი და ისრაელი გაინაწილებენ. ეს გუნდები ბოლო ტურში ერთმანეთს ეთამაშებიან და რომელიც მოიგებს, მომდევნო ჯგუფში ეს გამარჯვება გადაჰყვება.
 

ესვრის მიხეილ მაჭავარიანი