საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ბულგარეთთან წააგო. ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ დავით უსტიაშვილის გუნდმა სხვა უიღბლოებთან ერთად ბრძოლა საკვალიფიკაციო ჯგუფში, A დივიზიონში დასარჩენად დაიწყო, თუმცა უკვე მეორე შეხვედრა დათმო.
პირველი მატჩი ქართველებმა ესტონეთთან წააგეს, დღეს კი ბულგარელებთან ვერაფერი გააწყვეს და დიდი სხვაობით – 44:85 დამარცხდნენ. ისედაც ტრავმებით გატანჯულ საქართველოს ნაკრებს ბექა ბურჯანაძის და გიორგი ცირეკიძის შემდეგ ნიკა რამიშვილიც გამოაკლდა. ბულგარელებთან მატჩში განაცხადში მხოლოდ 10 კალათბურთელი იყო. რამიშვილმა წინა მატჩში – ესტონეთთან ტრავმა მიიღო და ნაკრებს ვეღარ ეხმარება.
საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ჯგუფის ბოლო მატჩს ხვალ შვედეთთან გამართავს. უკვე ცხადია, რომ საქართველო საუკეთესო 2 გუნდში ვეღარ მოხვდება და ბრძოლა მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში ჩარჩენილებთან 17-20 ადგილებისთვის მოუწევს. A დივიზიონში მხოლო მე-17 ადგილის მფლობელი რჩება, ბოლო 3 გუნდი კი B დივიზიონში ვარდება.
ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. ტალინი. 16 ივნისი
საქართველო 52:74 ბულგარეთი
21-9, 27-12, 18-9, 19-14
სრული სტატისტიკა: 52:74