ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ავსტრია. 18 ივლისი
საქართველო 79:73 შვედეთი
საქართველოს 20–ლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპინატის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა გამარჯვებით დაასრულა, თუმცა ეს წარმატება ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. მატჩამდე ისეთი ვითრება იყო ჯგუფში შექმნილი, რომ ამ ორი გუნდისთვის ადგილები ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში განაწილებული იყო. 2 მოგების მქონე შვედებს რომც წაეგოთ, მაინც პირველ ადგილზე ასრულებდნენ ჯგუფს, ქართველებს კი მოგებაც ვერ შველიდათ, რათა ბოლო ადგილი აეცილებინათ. ეს იმიტომ, რომ საქართველოს მე–2 და მე–3 ადგილებზე მყოფ ებრაელებთანაც და უნგრელებთნაც წაგებული ჰქონდათ.
მიუხედავად ამ ფაქტორისა, ქართველებისთვის გამარჯვებას საკმაო მნიშვნელობა ჰქონდა. ვერ ვიტყვით, რომ შვედებს მოგება არ სურდათ, მათ ძირითადი ხუთეულით დაიწყეს თამაში, ერთი ეგაა, რომ მწვრთნელმა სათამაშო დრო თითქმის თანაბრად გადაუნაწილა ყველას, რითაც გუნდის ლიდერებს პლეი ოფის წინ დასვენების საშუალება მისცა.
მატჩი ძალიან დაძაბული და თანაბარი გამოვიდა. ქართველები კი იყვნენ უმეტესად ლიდერის როლში, მაგრამ სხვაობა 2–3 ქულას იშვიათად სცდებოდა, ხოლო შვედებმა მესამე და მეოთხე პერიოდში დაწინაურებაც კი მოახერხეს. თუმცა ქართველებმა სწორედ ბოლო წუთებზე იმარჯვეს – ბექა ჩიკვილაძის, გიორგი შარაბიძის და თორნიკე შენგელიას შედეგიანი თმაშის წყალობით შვედებს 11 ქულით გაისწრეს და თამაშის ბედი სათავისოდ გადაწყვიტეს.
ქართველებმა შვედები ყველა სტატისტიკურ მაჩვენებელში დაჩაგრეს – ერთადერთი, სკანდინავიელებმა საჯარიმოები ესროლეს უკეთესად: 17–დან 13 ჩააგდეს, ხოლო ქართველებმა 35 ცდიდან 22 მოათავსეს მეტოქის კალათში.
საქართველოს ულიდერა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 23 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა. ორმაგი დუბლი ჰქონდა გიორგი შარაბიძესაც – 19 ქულა, 10 მოხსნა. 15 ქულით დაასრულა თამაში ბექა ჩიკვილაძემ.
საქართველო გადაერთო საკვალიფიკაციო რაუნდში, სადაც დანარჩენი ჯგუფების აუტსაიდერებთან ითამაშებს 13–17 ადგილებისთვის. ქართველები კიდევ 4 მატჩს გამართავენ ავსტრიაში: 21 ივლისს ბელარუსს შეხვდებიან, 22–ში შვეიცარიას, 23–ში რუმინეთს და 24–ში დანიას.