20-წლამდელებს თბილისში ღირსეული დახვედრა მოუწყვეს

20-წლამდელებს თბილისში ღირსეული დახვედრა მოუწყვეს

ბოსნიიდან დაბრუნებულ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს აეროპორტში ძღვა ხალხი და ჟრნალისტები დახვდნენ. მიზეზი გასაგებიცაა – დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ელიტ–დივიზიონის საგზური მოიპოვა. თანაც უბრალოდ კი არა, B დივიზიონის გამარჯვებული გახდა და თბილისში თასი ჩამოიტანა.
 
ეროვნულ ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას თუ არ ჩავთვლით, ასეთი სიხარული ქართული კალათბურთელების ქომაგებს კარგა ხანია არ განუცდიათ. 2006 წელს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა, რომელშიც ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე, ლაშა გამყრელიძე, დავით საყვარელიძე და სხვა აწ უკვე ცნობილი კალათბურთელები თამაშობდნენ, ასევე მოიგო B დივიზიონის ჩემპიონობა და თბილისში თასი ჩამოიტანა.
 
თბილისის აეროპორტში გამოჩენილ 20–წლამდელებს დამხვედრები ტაშით შეეგებნენ, ჟრნალისტებმა კი არაერთი კომენტარი ჩამოართვეს ჩვენი ნაკრების წევრებსა თუ მწვრთნელს. თბილისში ვერ ჩამოვიდნენ ამ წარმატების მთავარი მოქმედი პირები – თორნიკე შენგელია, რომელიც სარაევოში გამართული ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და თავდამსხმელი გახდა და მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი. ისინი ეროვნულ ნაკრებს ავსტრიაში შეუერთდნენ.