“ქუთაისი”–”რუსთავის” შეხვედრა კოხტა და გაბრწყინებულმა ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ეს ისეთი კარგი დარბაზია, საცოდაობაა, ქალაქს ამგვარი არენა ჰქონდეს და საკალათბურთო გუნდი არ ჰყავდეს. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ქუთაისელება სულ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს საქართველოს 20–წლამდელთა ჩემპიონატში თამაში, ხოლო დიდების გუნდი ამ ქალაქში კარგა ხანია, აღარ ჰყოლიათ.
ასეა თუ ისე, ქუთაისში სტუმრობა და თამაში ერთი სიამოვნებაა ნებისმიერი გუნდისთვის. ქალაქის შესასვლელშივე მდებარე სპორტის სასახლეში ერთობ მყუდრო და კეთილმოწყობილი გარემოა, თუმცა მხოლოდ არენის ქონა რომ წარმატებისთვის არ კმარა, ქუთაისელების “აკადემიასთან” მატჩმაც გამოაჩინა.მერაბ სვანიძის გაწვრთნილი ქუთათურები თავიდანვე დიდი სხვაობით ჩამორჩნენ. მასპინძლები ერთხანს 25 ქულითაც კი აგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში მოიწადინეს და სხვაობის 10 ქულამდე შემცირებაც შესძლეს, მაგრამ მატჩის შემოსატრიალებლად არც დრო ეყოთ და არც ძალა.