20–წლამდელთა ჩემპიონატში “აკადემია” დაწინაურდა

14 ნოემბერი. რუსთავი
რუსთავი 72:74 აკადემია
24:13 21:23 15:18 12:20
 
რუსთავი: მაჭავარიანი (17), ხმელიძე (15), დვალიშვილი (12 ქულა, 13 მოხსნა, 7 დაფარება)
აკადემია: ბოქოლიშვილი (27), მეფარიშვილი (12)
 
16 ნოემბერი. თბილისის სპორტის სასახლე
სამედიცინო 75:94 რუსთავი
12:27 17:25 20:27 26:15
 
სამედიცინო: ლეჟავა (15), ჩქარეული (13), გაბისონია (10 ქულა, 11 მოხსნა)
რუსთავი: მაჭავარიანი (17), ჩაჩანიძე (16), ხმელიძე (13)
 
მართვე 64:105 მაქაბი
12:24 15:30 13:18 24:33
 
მართვე: დ. მუმლაძე (25 ქულა, 10 მოხსნა), მეჭურჭლიშვილი (12 ქულა, 11 მოხსნა)
მაქაბი: ჯანგველაძე (28), იოსელიანი (21 ქულა, 9 მოხსნა, 4 დაფარება)
 

“ენერჯი–ინვესტი” – “აკადემია”
 

 
რუსთაველთა ფარს უტევს მერაბ ბოქოლიშვილი
 
უდაძაბულეს და დრამატულ მატჩს უმასპინძლა რუსთავმა, ახალგაზრდული ჩემპიონატის სატახტო ქალაქმა. სულ საქართველოში ჩატარებული ექვსი ოცწლამდელთა ჩემპიონატიდან ოთხის მომგები „რუსთავი“ „აკადემიას“ მასპინძლობდა და თავისი სუპერლიგაში ნათამაშევი ლიდერებით თავიდანვე საიმედოდ იგებდა.
სუპერლიგა ვახსენეთ და ზურაბ მაჭავარიანი და აკაკი დვალიშვილი გასულ სეზონშიც თამაშობდნენ „ენერჯი–ინვესტის“ დიდ გუნდში, ხოლო მათ რიცხვს ახლა ლევან ხმელიძეც დაემატა, რომელიც რუსთაველთა ხელმძღვანელობამ სუპერლიგის მატჩშიც გამოსცადა. აკადემიელებსაც ჰყავთ სუპერლიგური სსსსუ–ს წევრები – მერაბ ბოქოლიშვილი და დავით გასიტაშვილი, რომლებმაც თავის რუსთაველ ოპონენტებს საბოლოოდ მაინც აჯობეს.
თამაშს ბოლო მეოთხედამდე ქვემოქართლელები იგებდნენ, გია კაზანჯიანის გაწვრთნილი „აკადემია“ კი 10–16 ქულის დისტანციაზე მიჰყვებოდა მასპინძლებს და ბოლო მეოთხედში გადამწყვეტ შტურმზე გადავიდა. უდაოდ გამოსარჩვი გახლდათ ბოქოლიშვილის თამაში, რომელმაც საბოლოოდ 28 ქულა მიითვალა, ხოლო მისი დამხმარენი ბოლო წუთებში კახა მუმლაძე, გოგა ჯავახიშვილი და დავით გასიტაშვილი გახლდნენ.
 

“აკადემიის” თავკაცი გია კაზანჯიანი “ენერჯის” დამარცხებით გამოწვეულ ემოციებს ვერ მალავს
 
აკადემიელებმა პირველი ლიდერობა საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე მოიპოვეს, როცა ბოქოლიშვილის გარღვევამ 65:64 ანგარიში დააფიქსირა. ამის შემდეგ თამაში ქულა–ქულაში გაგრძელდა და ბოლო წამებზე ყველაფერი თბილისელთა სასარგებლოდ გადაწყდა. რუსთაველ მალხაზ აბაიშვილს მატჩის დამატებით დროში გადაყვანა შეეძლო, მაგრამ მისი სროლა მიზანს ასცდა. შედეგად „აკადემიამ“ სამიდან მესამე გამარჯვება მოიპოვა და 20–წლამდელთა ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.
კვირას კი უკვე თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩებს.  კალენდარი ისეა შედგენილი, რომ რუსთაველებს 2 დღეში თბილისშიც მოუწიათ თამაშმა და მათ „აკადემიასთან“ მარცხის დარდი „სამედიცინოს“ ძლევით გაიქარვეს.
ბოლო შეხვედრაში კი გასული სეზონის ფინალისტმა და ახლა საჩემპიონოდ შემართულმა „მაქაბიმ“ მართვე არ დაინდო და მთელი 41 ქულით მოუგო. მაქაბელთა წარმატება არცაა გასაკვირი – ეს გუნდი ხომ სუპერლიგაშიც თამაშობს და მართალია, ყველასთან აგებს, მაგრამ იმხელა გამოცდილებას მაინც იღებს, რომ 20–წლამდელთა ჩემპიონატში თავი არავის დააჩაგვრინოს.
 
სატურნირო  ვითარება
 

თამაში
მოგება
წაგება
ქულააკადემია
3
3
0
6რუსთავი
3
2
1
5მაკაბი
2
2
0
4ქუთაისი
2
0
2
2სამედიცინო
2
0
2
2მართვე
2
0
2
2
“მართვეს” ლიდერი დავით მუმლაძე “მაკაბის” ფარს უტევს

“მართვე” – “მაკაბი”

“სამედიცინო” – “რუსთავი”: ლევან ხმელიძე მედიკოსებს უტევს

“სამედიცინო” – “რუსთავი”