20–წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი: საქართველომ თურქეთთან მეორე ტაიმი ჩააგდო

20–წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი: საქართველომ თურქეთთან მეორე ტაიმი ჩააგდო

ქართველი 20–წლამდელების მეორე მარცხი ევროპის ჩემპიონატზე. დავით უსტიაშვილის გუნდის მორიგი მეტოქე თურქეთი იყო, რომელთანაც საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი ღირსეულად ითამაშა და დიდი შესვენებისთვის წარმატების რეალურ შანსს ინარჩუნებდა. 2 მეოთხედის შემდეგ თურქეთი 41:38 იგებდა, თუმცა მეორე ნახევარში ქართველებისთვის ყველაფერი თავდაყირა დადგა. თავიდან მივყვეთ…
 
ქართველებს თამაში ცუდად არ დაუწყიათ. მატჩის საწყისი 5 წუთი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ თურქებმა იძალეს და პირველი მეოთხედი 25:16 მოიგეს.  მეორე პერიოდიდან ჩვენებმა თამაში გამოასწორეს. გამოსარჩევია ბექა ბურჯანაძე, რომელმაც 3–წუთიან მონაკვეთში 7 ქულა ჩააგდო (2 ორქულიანი და 1 სამიანი), რასაც ნოდარ თენიეშვილის სამიანიც მოჰყვა და საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა – 26:31.
 
აქ ისევ ის სცენა გათამაშდა, რაც პირველ მეოთხედში. ათწუთეულის მეორე ნახევარში კვლავ თურქები გააქტიურდნენ და უპირატესობა 10 ქულამდე გაზადრეს – 36:26. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდისთვის ქართველები გაცილებით ზუსტად ესროდნენ თამაშიდან. 52,2 % 30,6 %–ის წინააღმდეგ. საქმე იმაშია, რომ თუქრები ფარქვეშ გვჯაბნიდნენ და აცილებულ ბურთებს ხსნიდნენ, რაც მათ განმეორებითი შეტევის შანსს აძლევდა. თურქები მოხსნებში 25:10 გვიგებდნენ.
 

 
თუმცა პირველი ტაიმის დასკვნით წუთებში ქართველებმა იყოჩაღეს და ჩამორჩენა აღმოფხვრეს. ჯერ დუდა ორქულიანი ჩააგდო, შემდეგ თენიეშვილმა კვლავ სამიანი მიითვალა, ხოლო მალე მოედანზე ირაკლი ალხანაიძე გამოვიდა, რომელმაც ზედიზედ 5 ქულა მიითვალა. ჩვენებს მერაბ ბოქოლიშვილმაც შეაშველა ხელი და ტაიმის დასრულებამდე 17 წამით ადრე ქართველებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 38:39. დარჩნილ დროში თურქებმა 2 საჯარიმო ჩააგდეს და დიდ შესვენებაზე ქართველები 3–ქულიანი ჩამორჩნით გავიდნენ – 38:41.
 
 შეხვედრა ჩვენი მეტოქის უპირატესობით განახლდა. თუქრებმა – სამეტ გეიკმა და საფაკ ედჯიმ მიზანი გაისწორეს და 3–წუთიანი მონაკვეთი 13:2 მოგეს. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 6 წუთით ადრე თურქები უკვე 15 ქულით იგებდნენ – 55:40. თურქებმა უპირატესობა მესამე ათწუთეულის ბოლომდე შეინარჩუნეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ 67:50 ლიდერობდნენ.
 
ბოლო მეოთხედში არაფერი შეცვლილა. თურქებმა დაცვაში მარწუხებს კიდევ უფრო მოუჭირეს, ხოლო შეტევაში მათ ბერქაი ჩანდანი სწყალობდათ, რომელიც 36 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. რაც შეეხება ბექა ბურჯანაძემ, მან მატჩის მეორე ტაიმში ქულა ვეღარ მიითვალა და საბოლოოდ 12 ქულას დასჯერდა. ქართველთაგან კი ყველაზე შედეგიანი დუდა სანაძე გახლდათ 23 ქულით.
 
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება. ესპანელებმა წუხელ თურქეთს 79:60 მოუგეს, ხოლო დღეს ღამე ლატვიელებს დაუპირისპირდებიან.

  
 
ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. სლოვენია. დომჟალე. 13 ივლისი
საქართველო 67:103 ლატვია
16:25, 22:16, 12:26, 17:36
სრული სტატისტიკა:
http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=1&gameID=14353