ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. 14 მაისი
უნგრეთი 83:67 საქართველო
საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა უნგრეთთან მარცხით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში თამაში, რითაც ოთხგუნდიანი ჯგუფიდან გასვლის პერსპექტივა საკმაოდ გაიუფერულა. მიხეილ ბერუაშვილის გუნდს ახლა ისრაელთან და დღეს ამ გუნდის მძლეველ შვედეთთან დარჩა სათამაშო და თუკი უნგრეთთან ნაჩვენებ შედეგს გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, საკმაოდ რთული ბრძოლები ელის.
უნგრეთთან მატჩის წაგების ერთ–ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, ფიზიკური მზადყოფნაა. პირველი ტაიმი ქართველებმა 7 ქულით მოიგეს, მესამე მეოთხედში უპირატესობა 9–ამდეც გაზარდეს, მაგრამ დარჩენილ დროში უნგრელებმა ყველა კომპონენტში აჯობეს ქართველებს. მეორე ტაიმი უნგრელებმა 23 ქულით მოგვიგეს, რითაც საბოლოოდ სოლიდური გამარჯვება მოიპოვეს და ჯგუფში გალიდერდნენ.
ქართველთა შორის საუკეთესო იყო აქამდე ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეკრებაზე მყოფი თორნიკე შენგელია, რომელმაც 22 ქულა და 10 მოხსნა მოიხვეჭა. ორმაგ დუბლს მოუყარა თავი აკაკი დვალიშვილმაც, რომელმაც 10 ქულა–მოხსნა მიითვალა.
ქართველებმა 9–ით მეტი ბურთი მოხსნეს და უკეთესი პროცენტულობით უტევდნენ საშუალო მანძილიდან, თუმცა უნგრელებმა სამქულიანებში გვაჯობეს, 11 შორი სროლა ჩაგვიგდეს და მათი გამარჯვების მიზეზიც ძირითადად ესაა.
15 ივლისს საქართველო ისვენებს, ხოლო 16–ში ისრაელს ეთამაშება. შეხვედრა თბილისის დროით 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
თორნიკე შენგელია