20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე საასპარეზოდ ტალინში გაემგზავრა

20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე საასპარეზოდ ტალინში გაემგზავრა

საქართველოს 20-წლამდელთ ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის მე-3 ეტაპში მონაწილეობის მისაღებად ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გაემგზავრა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა ნაკრებში ამჯერად შემდეგ მოთამაშეებს უხმო:
დავით აფხაზავა (ჰიუნდაი), ალექსანდრე ფევაძე (ჰიუნდაი), ნიკა ლოლიშვილი (ზაზა), გიორგი ცირეკიძე (ჰიუნდაი), გიორგი კორსანტია (ჰიუნდაი), რატი ნუცუბიძე (ჰიუნდაი), ნიკა დარბაიძე (მიერესი, ესპანეთი), ლუკა გიორგაძე (ჰიუნდაი), დავით ლომიძე (კაკტუსი), გიორგი ჩაჩხიანი (ჰიუნდაი), კოსტანტინე ფიფია (ჰიუნდაი)————————————————————-
მთავარი მწვრთნელი: ნიკო ჩერქეზიშვილიექიმი: მიშო სურამელაშვილიმენეჯერი: გივი სანაძე 
20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგის პირველი ეტაპი 22-25 სექტემბერს ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში გამართა, სადაც 5-დან 2 მატჩი მოიგო, ხოლო მეორე ეტაპი ლატვიურსავე ვალმეირაში ითამათა, სადაც ეტაპის გამარჯვებული გახდა 5-დან მოგებული 4 მატჩით. ჯამში საქართველოს ნაკრებს 10 შეხვედრიდან 6 მოგება აქვს და 16-გუნდიან ცხრილში მე-4 ადგილზეა. პლეი ოფში მოსახვედრად ჩვენს ნაკრებს მცირედი აკლია და ამის მიღწევას ტალინში 24-26 თებერვალს გასამართ მატჩებში შეეცდება.
საქართველოს ნაკრების კალენდარი შემდეგნაირად გამოიყურება:
VS ასეკო (პოლონეთი)            24 თებერვალი, 12:00 (თბილისის დრო) VS დსნ (ლატვია)                    24 თებერვალი, 18:00 (თბილისის დრო) VS ოლიმპი 97 (ბელარუსი)    25 თებერვალი 12:00 (თბილისის დრო) VS ბუდაპეშტი (უნგრეთი)      25 თებერვალი 19:30 (თბილისის დრო) VS ხიმკი (რუსეთი)                 26 თებერვალი 12:00 (თბილისის დრო)
ფოტო არქივიდან: 20-წლამდელები ევროპის ლიგის მე-2 ეტაპზე (ვალმეირა, ლატვია)