საქართელოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე ეტაპზე საასპარეოდ ლატვიის ქალაქ ვალმეირააში გაემგზავრა. შეგასენებთ, რომ პირველი ეტაპი ლატვიისავე ვენტსპილსში გაიმართა და იქ ნიკოლოზზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 5-დან 2 შეხვედრა მოიგო.
მეორე ეტაპზეც 5 მატჩია დაგეგმილი, რომელთაგან 2 ქართველებმა უკვე ითამაშეს. სანამ ანგარიშებს გაგაცნობთ ჩვენი ნაკრების შემადგენლობას წარმოგიდგენთ: დავით აფხაზავა, გიორგი ცხოვრებოვი, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, გიგი გოგობერიშვილი, რატი ნუცუბიძე, ლუკა გიორგაძე, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ჩაჩხიანი, ტატო ზუზაძე და აკაკი ფიფია.
პირველი მატჩი საქართველომ ტალინის „კალევს“ 54:48 მოუგო. ჩერქეზიშვილის გუნდმ სტაბილურად ჩაატარა შეხვედრა და ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნა. ორმაგი დუბლით გამოირჩა გიორგი კორსანტია, რომელმაც 7-დან 7 ორქულიანი ჩააგდო და საბოლოოდ თავი 14 ქულასა და 10 მოხსნას მოუყარა. 9 ქულა დააგროვა გიორგი ქავთარაძემ, ხოლო 8-8 ქულა დავით აფხაზავამ და ალექსანდრე ფევაძემ მიითვალეს.
მეორე მატჩი ქართვეებმა დააბულ ბრძოლაში მოსკოვის „რუნასთან“ დათმეს. ჩვენები პირველი ტაიმის შემდეგ 40:34 იგებდნენ და ლიდერობას ინარჩუნებდნენ ბოლო პერიოდშიც, მაგრამ რუსულმა კლუბმა მოახერხა გადამწყვეტ მომენტში მობილიზებ და თამაში გაათანაბრა. ქულა-ქულაში მიმდინარე ბოლო წუთებზე რუსებმა 2 ქულით – 49:47 იმარჯვეს. ქართველებს ბოლო წუთზე დაწინაურების არაერთი შანსი ჰქონდთ, მაგრამ ვერც ერთი სროლა ვერ ჩააგდეს და დასანანად დამრცხდნენ.
საართველოს ნაკრებში 11 ქულით ბომბარდირი ფევაძე გახდა, 10 ქულა მოაგროვა აფხაზავამ, ხოლო 8-8 ქულა რატი ნუცუბიძემ და აკაკი ფიფიამ მიითვალეს. 3 დეკემბერს ჩერქეზიშვილის გუნდი ბელარუსულ ბსეუ-ს და ლატვიურ „რიგას“ შეხვდება, ხოლო მე-2 ეტაპის დასკვნით დღეს, 4 დეკემბერს მასპინძელ „ვალმეირას“ დაუპირისპირდება.
საქართველო – კალევი 54:48 (სტატისტიკა) რუნა – საქართველო 49:47 (სტატისტიკა)