2002-წლიანთა ნაკრები ევროპული ლიგის ესტონური ეტაპიდან 2 გამარჯვებით ბრუნდება

2002-წლიანთა ნაკრები ევროპული ლიგის ესტონური ეტაპიდან 2 გამარჯვებით ბრუნდება

2 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულა ევროპის ახალგაზრდული ლიგის პირველი ეტაპი საქართველოს 2002-წიანთა ნაკრებმა. ირაკლი ტომარაძის, თემურ კანკიასა და ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილმა გუნდმა ესტონეთის ქალაქ რაპლაში 5 შეხვედრა გამართა, რომელთაგან პირველი და ბოლო შეხვედრები მოიგო.
2002-წლიანთა ნაკრები 1 თვის წინ შეირჩა და 2001-წლიანთა კვალზე ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში ჩაება. სეზონის განმავლობაში ტომარაძის გუნდი 3 ეტაპად 15 მატჩს გამართავს.  პროექტის მიზანია, პერსპექტიული მოთამაშეების შერჩევა და ასაკობრივი ნაკრებებისთვის ღირსეული კანდიდატების გამოვლენა.

ესტონური ეტაპის მეორე დღეს ქართველებმა ლიტვურ გუნდებთან ორივე მატჩი წააგეს – 65:71 „ვილნიუსთან“ და 56:62 SKM-თან. პირველი ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს 2002-წლიანთა ნაკრებმა ფინური „პუჰუ“ 70:52 დაამარცხა.
ესტონური ეტაპის ყველა ვარსკვლავის მატჩში თამაშის პატივი ხვდა წილად ვოვა თავაქარაშვილს, რომელმაც საშუალოდ მოგვოვებული 21.2 ქულითა და 12 მოხსნით საქართველოს ნაკრებს ულიდერა. 
მომდევნო ეტაპები 28-31 იანვარს ლატვიაში (ვენტსპილსი) და 17-20 მარტს რუსეთში (სანკტ-პეტერბურგი) გაიმართება.
 საქართველოს 2002-წლიანთა ნაკრების შემადგენლობა:
ლევან ქვარცხავა ზურაბ ვაშაკიძე, ლუკა გონგაძე, მათე კაპანაძე, ნიკოლოზ ზაქარაძე, გიორგი სიმონიშვილი, გიორგი ბიგანაშვილი, დავით გოგაძე, ირაკლი კილაძე, ვლადიმერ თავაქარაშვილი, ალექსანდრე მერკვილაძე და გიორგი ჭაბუკიანი.