2002-წლიანთა ფესტივალის მეორე ტურის მატჩებს დღეს 53-ე საჯარო სკოლამ უმასპინძლა, სადაც 4 მატჩი გაიმართა. საინტერესო გამოდგა „დინამო 1“-ისა და „აკადემია 1“-ის დაპირისპირება. თანაბრად მიმდინარე პირველი ტაიმის შემდეგ დინამოელებმა უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ 10 ქულის სხვაობით – 33:23 გაიმარჯვეს.
დაძაბულად წარიმართა და გამარჯვებულიც ბოლო მომენტში გამოვლინდა „აკადემია 2“-ისა და „მართვეს“დაპირისპირებაში. თავიდან მართველებილიდერობდნენ, თუმცა აკადემიელებმა მოახერხეს ჯერ დაწინაურება და შემდეგ საქმის გამარჯვებამდე მიყვანა – 16:10.
დღის დარჩენილ 2 შეხვედრაში არატოლძალოვანი გუნდები შეხვდნენ. TBC-მ 34:18 სძლია „ალბიონს“, ხოლო „ჰიუნდაიმ“ „ორბს“ 30:16 მოუგო.
6 ივნისი. 53 სკოლა
ჰიუნდაი – ორბი 30:16 (10:6, 5:2, 7:2, 8:6)
ჰიუნდაი: გოგაძე (12)
ორბი: ჩაჩანიძე (5)
აკადემია 1 – დინამო 1 23:33 (4:5, 6:5, 4:9, 9:13)
აკადემია: გოლეთიშვილი (11)
დინამო: გოგოლაშვილი (11)
აკადემია 2 – მართვე 16:10 (4:6, 4:1, 2:8, 6:3)
აკადემია: სეხნიაძე (7)
მართვე: ჩარბაძე (4)
TBC – ალბიონი 34:18 (8:0, 10:2, 14:12, 2:4)
TBC: საყვარელიძე (9)
ალბიონი: რუბაშვილი (8)