საქართველოს 2003-წლიანთა ნაკრები ლატვიის ქალაქ რეჟეკნეში დღეს ევროპის ლიგის მესამე ეტაპში ჩაერთო. ალექსი ჯაფარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ლიგის პირველ ორ ეტაპზე 10 მატჩი გამართა, საიდანაც 3 მატჩი მოიგო.
დღეს, ლატვიაში დაწყებული მესამე ეტაპი კი ქართველებმა მასპინძელთა ძლევით დაიწყეს. ჩვენმა 14-წლამდელთ ნაკრებმა ლატვიური კლუბი „რიგა“ 64:47 დაამარცხა. ჯაფარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ოთხივე პერიოდი სტაბილურად მოიგო.
ქართველებს საბა მურღულიამ ულიდერა, რომელმაც 19:34 წუთში 16 ქულა, 9 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. შალვა ჭეიშვილმა 12 ქულა მიითვალა, ნუგზარ ბოჭორიშვილის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა დოლიძე, ნუგზარ ბოჭორიშვილი, საბა მურღულია, ოთო სულაკაური, გუჯა ხვედელიძე, ივა კოპალეიშვილი, შალვა ჭეიშვილი, ლუკა ხუციშვილი, სანდრო კასაბური, ლუკა ლიკლიკაძე და გიორგი მოსიაშვილი.
რიგა (ლატვია) – საქართველო 47:64 (სტატისტიკა)
მე-3 ეტაპზე დარჩენილი მატჩების კალენდარი:
17 მარტი, 21:30 რეჟეკნე (ლატვია) VS საქართველო 18 მარტი, 12:30 საქართველო VS ცმოკი-მინსკი (ბელარუსი) 18 მარტი, 17:00 ვეფ (ლატვია) VS საქართელო 19 მარტი, 15:30 საქართელო VS ცსკა (რუსეთი)