2003 წლიანთა თბილისის ფესტივალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

2003 წლიანთა თბილისის ფესტივალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

დღეს თბილისის მინი-კალათბურთის ფესტივალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 4 მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა და გულშემატკივრებმა საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლები იხილა.
გამონაკლისი იყო აკადემიული დერბი, რომელშიც გია კაზანჯიანის აკადემია 1-მა 71:22 აჯობა კახა კუპატაძის აკადემია 2-ს. დიდი ბრძოლა გაიმართა AXE-სა და მართვეს დაპირისპირებაში. ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წამით ადრე მართვე 3 ქულას იგებდა და ბურთს ფლობდა, თუმცა AXE-ს კალათბურთელებმა ჩაუჭრეს და ნიკა თოთლაძემ სამქულიანით ბოლო წამზე ანგარიში გაათანაბრა.
გამარჯვებული ვერც დამატებითმა 3-წუთეულმა გამოავლინა და დებულების თანახმად, საჯარიმო სროლები დაინიშნა. გუნდის თითო წევრმა 3-3 საკარიმო ესროლეს, რაშიც ნიკა თოთლაძეს რატი დვალაძემ აჯობა და გამარჯვება მართვეს დარჩა 60:61.
დაძაბულ ბრძოლაში – 39:37 დინამომ მაკაბის აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც იბერის მომგებ ოვერტაიმს დაუპირისპირდება. მინისაკალათბურთო ფესტივალზე ხვალ დასვენებაა და ნახევარფინალური მატჩები 12 ივნისს გაიმართება.

ოვერტაიმი – იბერი

მართვე – AXE

დინამო – მაკაბი