2003-წლიანთა თბილისის საკალათბურთო ფესტივალის გამარჯვებული “აკადემიაა”

2003-წლიანთა თბილისის საკალათბურთო ფესტივალის გამარჯვებული “აკადემიაა”

თბილისის მინი-კალათბურთის ფესტივალის ჩემპიონი „აკადემია“ გახდა. გია კაზანჯიანისა და ვასილ სომხიშვილის გაწვრთნილმა აკადემიელებმა ფინალურ მატჩში „ოვერტაიმს“ 57:38 სძლია და 2003 წელს დაბადებულთა შორის დედაქალაქის საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვა.

მატჩი ვერ გამოვიდა ისეთი, ფინალს რომ შეეფერება. აკადემიელებმა შესანიშნავად ჩაატარეს მატჩის თითოეული მეოთხედი და საბოლოოდ მათმა უპირატესობამ 19 ქულა შეადგინა. ფინალურ მატჩამდე გაიმართა მატჩი მესამე ადგილისათვის, რომელშიც ერთამენთს „დინამო“ და „მართვე“ დაუპირისპირდნენ.
მატჩი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით – 53:25 დასრულდა. გამარჯვებული და სხვა პრიზიორები 22 ივნისს დაჯილდოვდებიან, როცა საქართველოს 2003-2004 წელს დაბადებულთა ფესტივალის გახსნის ცერემონიალი გაიმართება.