23 მაისს დიღმის ოლიმპიურ დარბაზი ჯუნიორ NBA-ის კენჭისყრას უმასპინძლებს!

23 მაისს დიღმის ოლიმპიურ დარბაზი ჯუნიორ NBA-ის კენჭისყრას უმასპინძლებს!

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA), საქართველოში ამერიკის საელჩოსა
და კალთბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს
კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში უკვე
მე-7-ედ ტარდება ჯუნიორ ნბა-ს ლიგა. 2023 წლის ჯუნიორ NBA-ში მთელი ქვეყნის მასშტაბით,
136 გუნდი დარეგისტრირდა და ჩემპიონატში 2000-მდე 12 წლამდე ასაკის კალათბურთელია
ჩართული.  
ჯუნიორ ნბას-ს ლიგა, NBA-ს ანალოგიური პრინციპით ტარდება. ჩემპიონატის მიმდინარეობისას
თითოეული მონაწილე გუნდი სპეციალური კენჭისყრის შედეგად შერჩეულ ნაციონალური
საკალათბურთო ასოციაციის წევრ გუნდს წარმოადგენს, რომლის სახელითაც ის მთელი
ჩემპიონატის განმავლობაში იასპარეზებს. საკვალიფიკაციო ეტაპების შედეგად A, B და C
ლიგებში 90 გუნდი და 1350 ახალგაზრდა კალათბურთელი მონაწილეობს, რომელთაც საჩუქრად
კენჭისყრის შედეგად NBA-ის გუნდის ფორმები გადაეცემათ.
აღსანიშნავია, რომ პირველად ქართული ჯუნიორ NBA-ს ისტორიაში თამაშები 3 სხვადასხვა, A, B  
და C ლიგებში გაიმართება. ჯუნიორ NBA-ის ახალი, C, ლიგის ჩამოყალიბება სწორედ პროექტის
განსაკუთრებულმა პოპულარულობამ და საქართველოში კალათბურთზე გაზრდილმა
მოთხოვნამ გამოიწვია. გამომდინარე იქიდან, რომ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში,
საკალათბურთო სკოლებისა და ახალგაზრდა კალათბურთელების რიცხვი დღითიდღე იზრდება,
პროექტის ორგანიზატორებმა ჯუნიორ NBA-ს ახალი, C ლიგა შექმნეს, რომელშიც მსგავსად A და B
ლიგებისა, 30 გუნდი იასპარეზებს. „A“ ლიგის თამაშები დივიზიონების მიხედვით თბილისში,
რუსთავში, ხაშურში, თელავში, ქუთაისსა და  ბათუმში ჩატარდება, ხოლო  “B“ და „C“ ლიგის
თამაშებს კი მთლიანად  დედაქალაქი უმასპინძლებს.
ჯუნიორ NBA-ს ლიგის მსვლელობისთვის თვალყურის დევნება გულშემატკივრებს ჩემპიონატის
ოფიციალურ ვებგვერდზე  jrnbaleague.ge -ზე და სპეციალურად ლიგისთვის შექმნილ აპლიკაცია –
OWQLO-ში შეეძლებათ. OWQLO აპლიკაცია ჯუნიორ NBA-ის საერთაშორისო პროდუქტია,
რომელიც პროექტის მონაწილე ყველა ქვეყანაში ფუნქციონირებს და გულშემატკივრებს როგორც
თამაშების შედეგების, ასევე ჩემპიონატის მიმდინარეობის შესახებ აწვდის ინფორმაციას.

OWQLO-ს აპლიკაციის გადმოწერა  შეგიძლიათ Google Play-დან ან App Store-დან.  2023 წლის
ჯუნიორ ნბა-ს ვებ-გვერდი და აპლიკაცია უახლოეს დღეებში ამოქმედდება. 
წლევანდელი სეზონის ჯუნიორ ნბა-ს კენჭისყრა დიღმის ოლიმპიურ დარბაზში გაიმართება
(ოლიმპიური ქალაქი), რომელსაც მონაწილე გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები და მოწვეული
სტუმრები დაესწრებიან.