“გოლდენ სტეიტ უორიორსმა” ტორონტოში დიდი ბრძოლა გადაიტანა. რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩს ოკლენდელები აუღელვებლად იგებდნენ – პირველი ნახევრის შემდეგ სტუმრები 81:54 დაწინაურდნენ და შეხვედრის ბედიც გადაწყვეტილი ჩანდა, თუმცა ტორონტოელები არ დანებდნენ და დემარ დეროზანის წინამძღოლობით ჩამორჩენა ჯერ შეკვეცეს, ბოლო პერიოდში კი სტუმრებს სულაც გაუთანაბრდნენ. მატჩის ბედი ბოლო წამებზე კევინ დიურანტისა და სტეფ კარის ქულებმა გადაწყვიტეს და “გოლდენ სტეიტმა” “ტორონტო” 127:125 დაამარცხა.
ზაზა ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში, თუმცა მხოლოდ 12 წუთი ითააშა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 6 ქულით, 2 პასითა და 1 მოხსნით დაასრულა. კლეი ტომპსონმა 26 ქულა ჩააგდო, სტეფ კარიმ 24 ქულა და 9 პასი მიითვალა, ხოლო კევინ დიურანტის ანგარიშზე 25 ქულა დაგროვდა. ტორონტოელებს 42 ქულით დეროზანმა ულიდერა.
35 ქულითა და 9 მარცხით “გოლდენ სტეიტი” ნბა-ში საუკეთესო შედეგს ფლობს. შემდეგი მატჩი ოკლენდელებს 16 იანვარს, შარშანდელ ფინალისტ “კლივლენდთან” – სტუმრად ელით.