26 ქულით სპრინგფილდელებს კვლავ შენგელიამ ულიდერა

26 ქულით სპრინგფილდელებს კვლავ შენგელიამ ულიდერა

შენგელიასთან ერთად „სპრინგფილდ არმორი“ ძლიერი და ნებისმიერი მეტოქისთვის სახიფათოა, მის გარეშე კი – ჩვეულებრივი აუტსაიდერი. ქართველმა ფორვარდმა დივიზიონში ბოლო ადგილზე მყოფ სპრინგფილდელებს ერთ-ერთი ფავორიტი „ერი ბეიჰოქსი“ დაამარცხებინა. წინა მატჩში კი, 2 დღის წინ „არმორი“ მხოლოდ ერთი ქულით დამარცხდა დივიზიონის ლიდერ „ფორტ ვეინთან“.
 
ამჯერად შენგელიას შედეგიანი თამასის წყალობით „სპრინგფილდ არმორმა“ „ერი ბეიჰოუქსი“ 130:112 დაამარცხა. შენგელიამ 31,37 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14-დან 9 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ამ ყველაფერმა ჯამში 26 ქულა შეადგინა, რასაც თორნიკემ 6 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა, 2 აჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. ამ შედეგით შენგელია სპრინგფილდელთაგან საუკეთეო იყო. 21 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა კლის ჯოზეფს, ხოლო 20 ქულით დაასრულა შეხვედრა რეიმონ მურმა.
 
მომდევნო მატჩს „სპრინგფილდი“ 8 მარტს კვლავ „ერი ბეიჰოქსთან“ ჩაატარებს, თუმცა შენგელია, თუ „არმორში“ ყოფნა არ გაუგრძელეს, ამ დროისთვის უკვე „ბრუკლინ ნეთსში“ იქნება. ქართველი ფორვარდი ოფიციალურად 1 კვირითაა გაშვებული D-ლიგაში.