299.584 ხმა და ისევ მე-8 ადგილი ზაზა ფაჩულიას

საქართველოს ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიას NBA-ს “ოლ სტარის გამოკითხვაში” უკვე 299.584 ხმა აქვს. გამოკითხვის მესამე შუალედირი შედეგების მიხედვით “დალას მავერიქსის” ცენტრი დასავლეთის კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. 
შეგახსენებთ, რომ ათი დღის წინათ მას 194.124 ხმა ჰქონდა და მაშინაც მერვე იყო. თუმცა ამჯერად კიდევ უფრო შეამცირა სხვაობა მეშვიდეადგილოსან ტიმ დანკანთან, რომლის აქტივში 303.498 ხმაა. “ოლ სტარის” სასტარტო ხუთეულში მოსახვედრად აუცილებელია დასავლეთის კონფერენციის წინახაზელთა ტოპ-ტრიოში მოხვედრა. პირველია კობი ბრაიანტი (1.533.432 ხმა), მეორე – კევინ დურანტი (774.782), მესამე – დრემონდ გრინი (499.947).
ვარსკვლავთა მატჩის სასტარტო ხუთეულების გამოსავლენი გამოკითხვა 18 იანვრამდე გრძელდება.