“ა” ლიგაში რუსთავის და თელავის გუნდებმა მოიგეს | კასპს თავისუფლება ეწვევა

“ა” ლიგაში რუსთავის და თელავის გუნდებმა მოიგეს | კასპს თავისუფლება ეწვევა

“ა” ლიგის მე-7 ტური დღეს, თბილისსა და რუსთავში დაიწყო და ხვალ კასპში დასრულდება. თბილისი არენაზე ერთმანეთს ცხრილის ბოლო ადგილებზე მყოფი, თითო მოგების მქონე გუნდები – ვერა და თელავის ბურჯი შეხვდნენ. რეალურად, ეს გუნდები “ა” ლიგაში დასარჩენად იბრძვიან, რადგან რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო ადგილზე გასული გუნდი ვარდება, ხოლო მეხუთეადგილოსანი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციოში ასპარეზობს.

გამარჯვება კახეთის წარმომადგენელმა მოიპოვა. თელაველებმა თამაში შედეგიანად დაიწყეს და პირველი პერიოდის შემდეგ 12 ქულით დაწინაურდნენ. საბოლოოდ თამაში ისე დასრულდა , ვითარება ერთხელ, თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე დაიძაბა, როცა ვერელებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს (70:72), თუმცა თელაველების პასუხი მყისიერი იყო – კეილაბ თორნთონმა, აიზეა ვილკინსმა და არჩილ პულუზაშვილმა ქულები მიჯრით მიითვალეს და ბურჯი მიუწვდომელი გახადეს. საბოლოოდ 85:73 (სტატისტიკა) – თელავმა მიმდინარე ჩემპიონატში მე-2 გამარჯვება მოიპოვა და გაუთანაბრდა “სოხუმი-საქართველოს”, რომელიც რუსთავში თამაშობდა.

აღნიშნული შეხვედრა დაძაბული ვერ გამოდგა. მასპინძლებმა იმდენად შედეგიანად ითამაშეს, რომ მატჩის ბედი ლამის პირველ პერიოდში გადაწყვიტეს, რომელიც 35:14 მოიგეს. რუსთაველებმა მეტოქე პერიმეტრიდანაც დაჩაგრეს და სამწამიან ზონაშიც ბატონობდნენ. შედეგად, შეხვედრის ბედი დიდ შესვენებამდე გაირკვა, როცა ქვემოქართლელთა უპირატესობამ 30 ქულას გადააჭარბა.

რუსთაველთა გამარჯვება დროის ამბავი იყო. საბოლოოდ გოგა ცეკვავას გაწვრთნილმა რუსთავმა 104:81 (სტატისტიკა) გაიმარჯვა, რითაც “ა” ლიგის ლიდერ კასპის გრიფინს გაუთანაბრდა. კასპელები ხვალ თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდს მასპინძლობენ, რითაც მე-7 ტური დასრულდება.