ACB-ლიგა: მესამე მატჩია, ბურჯანაძეს ვერ აჩერებენ

ACB-ლიგა: მესამე მატჩია, ბურჯანაძეს ვერ აჩერებენ

22 წლის ბექა ბურჯანაძემ „ესტუდიანტესთან“ დღევანდელ მატჩში 20 ქულა მიითვალა, ხოლო მთლიანობაში სარგებლიანობის კოეფიციენტის 23 ერთეულს უწია და ესპანური ლიგის მესვეურთა ყურადღება მიიქცია.
ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ქართელი ფორვარდის ჩინებულ თამაშს სტატია მიუძღვნა:

“ბურჯანაძემ “ესტუდიანტესის” ძლევაში დიდი წვლილი შეიტანა და ჩინებული სვლა გააგრძელა. ზედიზედ მე-3 მატჩია, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 20-ს აჭარბებს. ამჯერად, ბექამ 7-დან 4 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 20 ქულა ამგვარად მიითვალა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 23 იყო, წინა ორ ტურში კი აღნიშნული მაჩვენებელი 22-ს უტოლდებოდა. საინტერესოა ისიც, რომ უკანასკნელი 3 ტურის განმავლობაში ბურჯანაძე საშუალოდ 16.3 ქულას აგროვებს და ამასთან, შესაშური სიზუსტით ისვრის: 63.6% ორქულიანებში და 69.2% სამქულიანებში”.