აგრარულმა უნივერსიტეტმა შსს–ს ცენტრალური მოუგო

აგრარულმა უნივერსიტეტმა შსს–ს ცენტრალური მოუგო

აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა ზედიზედ მესამე
თამაში მოიგო. მიხეილ კობეშავიძის გუნდმა ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს
ამბიციამოძალებულ გუნდს აჯობა და სუპერლიგის ცხრილის სათავეში მოექცა.

თუმცა სანამ ცენტრალურ მატჩე მოგითხრობდეთ,
ჯერ დღევანდელი ტურის პირველ მატჩზე ვთქვათ.

ზაზა ცაგარეუშვილის გაწვრთნილმა “დინამომ“ დიდი
წინააღმდეგობა გაუწია გამოცდილი ლევან მოსეშვილის „ავიამშენს“. პირველი მეოთხედის
დასრულების შემდეგ ალბათ ცოტა თუ იპიქრებდა, რომ დინამოელები ამ თამაშს ინტრიგას
დაუბრუნებდნენ. ისედაც ფავორიტად მიჩნეული „ავიამშენი“ ზურაბ ბადრიძის და სეგო
ათუაშვილის ზუსტი თამაშის წყალობით 7–ქულიანი უპირატესობით გავიდა დიდ
შესვენებაზე.

განსაკუთრებით გამოსარჩევია ათუაშვილის გარჯა, რომელიც 223
სანტიმეტრია და პირველ მეოთხედში ორიდან ორივე სამქულიანი ჩააგდო. მხოლოდ სმიანებს
როდი აგდებდა ათუაშვილი, ის ფარქვეშაც შეუჩერებელი იყო ამის გათვალისწინებით
„ავიატორთა“ გამარჯვება ეჭვს არ იწვევდა. თუმცა მეორე მეოთხედიდან ინამოელებმა
დაცვას მიხედეს და სწრაფი გარღვევებით ანგარიში ხომ გააბათილეს, პირველი ტაიმის
ბოლოს ლიდერობაც მოიპოვეს – 46:44.

„დინამოში“ გამოირჩეოდნენ ახალბედა ლაშა ეძგვერაძე და „მაკაბიდან“
შემატებული ზურაბ ჯანგველაძე, რომლებიც საშუალო დისტანციიდან ზუსტად ისროდნენ,
ხოლო ეძგვერაძემ სამი სამქულიანიც მიითვალა.

კვანძი მესამე მეოთხედის ბოლოს გაიხსნა, როცა ათუაშვილს ფარზე თორნიკე
ნინიაშვილიც შეეშველა. ამ ტანდების აქტიური და ზუსტი თამაშით „ავიამშენმა“ მესამე
ათწუთეული 30:18 მოიგო და გადამწყვეტი მეოთხედის წინ ათქულიანი ლიდერობა დაიბევა.

ბოლო პერიოდი ფორმალობა გამოდგა, რადგან „დინამომ“ ვეღარ მოახერხა
თამაშის მეორედ შემობრუნება და საბოლოოდ ღირსეულად დამარცხდა – 86:94.

 

ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და
აგრარული უნივერსიტეტის გუნდები შეხვდნენ. შეხვედრა მეტად პრინციპული იყო, რადგან
შსს–ს ამ სეზონიდან ამბიციები გაჩნდა, ხოლო გასული სეზონის ფინალისტი აგრარელები
ისედაც ფავორიტები არიან – მათ ხომ შარშანდელი შემადგენლობა კიდევ უფრო
გაიძლიერეს.

 პირველი მეოთხედი საკმაოდ
დაძაბული გამოდგა,რომელიც ალბათ თანაბრად დამთავრდებოდა, რომ არა ბოლო წუთზე
აგრარელი გიგი ბარბაქაძის ჩაგდებული 2 სამქულიანი. შსს–ს აქილევსის ქუსლი საჯარიმო
სროლები იყო: პირველ ტაიმში ლადო სუხიშვილმა 6 ცდიდან 4 ააცილა. არც შორი სროლები
წაუვიდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის მოთამაშეებს: დავით ბერიშვილმა დიდ
შესვენებამდე 6–დან 1 სამიანი ჩააგდო, ხოლო ლექსო ლაფანაშვილმა ოთხივე შორი სროლა
გააცუდა. აგრარელებმა კი პირიქით – პირველ ტაიმში 6 სამქულიანი ჩააგდეს და დიდ
შესვენებაზეც 11–ქულაინი უპირატესობით გავიდნენ – 43:32.

მეორე ტაიმიდან ვითარება არ შეცვლილა. პირიქით, აგრარული
უნივერსიტეტის გუნდმა შეტევა გააძლიერა, ხოლო „ძალოვნები“წამოწევას ცდილობდნენ,
მაგრამ ვერ ახერხებდნენ.

გიორგი მატხვაშვილმა ზუსტი შორი სროლები განაგრძო, მას რევაზ დიდიაც
აშველებდა ხელს და მესამე მეოთხედის შუაწელში მიხეილ კობეშავიძის გუნდის
უპირატესობა 14 ქულამდე ავიდა – 61:47. 
მეოთხედის დარჩენილ წუთებში აგრარელებმა კიდევ უფრო მოუმატეს, რაც კარგი
დაცვისა და ბექა წივწივაძის სისწრაფის ხარჯზე მოხდა. ამ დროს მე–5 პერსონალური
მიიღო აგრარელმა ტატო ჩაჩიბაიამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს თამაშის
გადარჩენის იმედი მიეცა. გადამწყვეტი მეოთხედის წუნ სსაუ 71:56 იგებდა.

თამაში განახლდა თუ არა, შსს–მ, კერძოდ კი ლექსო ლაფანაშვილმა 2
ორიანი ჩააგდო და სხვაობა 11–ქულამდე შეამცირა, თუმცა საპასუხოდ აგრარელებმაც იყოჩაღეს
და ბოლო მეოთხედის ნახევარი რომ გაილია, სსაუ ისევ 15 ქულას იგებდა – 78:64.

ამასობაში აგრარულ უნივერსიტეტს მეორე მოთამაშეც გაუვარდა – რევაზ
ათანელიშვილმაც მეხუთე პერსონალური მიიღო.

ამა ცოტა შვება მოჰგვარა შსს–ს ტანმაღალ მოთამაშეებს და საფინალო
სირენამდე ორწუთნახევრით ადრე ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირა – 74:84. თამაში
საკუთარ თავზე აიღო შსს–ს გამოცდილმა გამთამაშებელმა დავით ბერიშვილმა და მიჯრით 4
საჯარიმო ჩააგდო 2 შეტევაში. აგრარელები კი დაიბნენ და ზედიზედ ორჯერ უწყინარ
სიტუაციაში დაკარგეს ბურთი. შედეგად ანგარიშში სხვაობა 6 ქულამდე შემცირდა
სირენამდე 1, 42 წუთით ადრე, ბურთი კი „ძალოვნებს“ ჰქონდათ. ანგარიშის კიდევ უფრო
შემცირების შანსი გაუშვა სოსო შერმადინმა, რომელმაც გარბენი გააკეთა და საპასუხო
შეტევაში მარხვაშვილმა კვლავ ექვსამდე გაზარდა სსაუ–ს უპირატესობა. შსს–ს
წინაააღმდეგობას წერტილი გაუსვა იმავ მარხვაშვილმა, რომელმაც სამქულიანი ჩააგდო და
საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე აგრარელების ლიდერობა 10 ქულამდე გაზარდა.
საბოლოოდ სსაუ–მ 93:83 დაამარცხა შსს.

დარჩენილი მატჩების მიმოხილვა დღეს, ჩვენს ვებ–გვერდზე მოგვიანებით განთავსდება