“სოხუმი” – “აკადემია” 58:110
“ქუთაისი” – “ნაკრები” 79:70
18–წლამდელთა ჩემპიონატის მოქმედი ჩემპიონი „აკადემია“ ფინალშია. გია კაზანჯიანის გუნდმა მეორე ნახევარფინალური მატჩი 110:58 მოუგო „სოხუმს“, სერიაში 2:0 იმარჯვა და საფინალო მეტოქის მოლოდინშია.
მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა და სრულად აკადემიელთა უპირატესობით ჩაიარა. პირველი მეოთხედი 5:21 მოიგო „აკადემიამ“, პირველი ტაიმის შემდეგ კი უკვე 28 ქულით იგებდა. კაზანჯიანმა მთელ გუნდს მისცა თავის გამოჩენის საშუალებმა, რომელთაგანაც ყველაზე მეტი – 50 ქულა ლევან ელიაძემ მიითვალა.
ელიაძეს შთაბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა. მან 29 სამქულიანიდან 11 ჩააგდო, 6–დან 5 ორიანი მიითვალა და 8–დან 7 საჯარიმო ჩააგდო.
მეორე ნახევარფინალურ სერიაში „ქუთაისმა“ პირველი მატჩი 79:70 მოუგო 16–წლამდელთა ნაკრებს. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და ემოციური იყო. ქუთაისელებმა პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა (40:27) მესამე მეოთხედში გაფლანგეს. ლევან ლოლოშვილის, ლერი კვანტალიანის და ნიკა რამიშვილის აქტიურობით ნაკრებმა 24:19 მოიგო მესამე მეოთხედი და ყველაფერი ბოლო ათწუთეულს უნდა გადაეწყვიტა და თამაშიც უშეღავათო გაჩაღდა. ქუთაისელებმა რომლებსაც ავთო ლომინაშვილი და ნოდარ მესხი წინამძღოლობდნენ, მოახერხეს უპირატესობის შენარჩუნება და საბოლოოდ 79:70 იმარჯვეს. მომდევნო მატჩი 1 მაისს, 17საათზე თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართება.