თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი საკალათბურთო აკადემიის გუნდი გახდა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა დაძაბულ, ოვერტაიმიან მატჩში 70:65 დაამარცხეს „ორბი“ და დედაქალაქის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავეს.
შეხვედრა „ორბის“ უპირატესობით მიმდინარეობდა. ვასილ ბერეკაშვილის გაწვრთნილი გუნდი მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობდა, ერთხანს 10-ზე მეტი ქულითაც, თუმცა გუნდური და რაც მთავარია, გააზრებული თამაშის წყალობით აკადემიელებმა გამარჯვება მოახერხეს. მთავარი მინზანი ორბელთა ტანმაღალი მოთამაშის, გიორგი ჭაბუკიანის განეიტრალება იყო, რაც აკადემიელებმა ბოლო მეოთხედში მოახერხეს და ტერენს ქროულის, ოთო ჩხეიძის, ლუკა დოლიძის, ნიკა ნუცუბიძის და გიორგი სიმონიშვილის შედეგიანობის წყალობით თამაში ჯერ ოვერტაიმში გადიყვანეს, ხოლო დამატებით 5-წუთეულში გამარჯვებამდეც მივიდნენ.
მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოება, სადაც თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის აღმასრულებელმა დირექტრმა ზაზა ღონღაძემ და კავშირის წევრმა დათო გოცირიძემ მესამეადგილოსანი აკადემიელები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.