აკაკი დვალიშვილის ციმბირული მესამე ადგილი

აკაკი დვალიშვილის ციმბირული მესამე ადგილი

საქართველოს ეროვნული “ბ” ნაკრების წევრ აკაკი დვალიშვილის “ნოვოსიბირსკმა” ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის თასის გათამაშება 2 მოგებით და 2 მარცხით დაასრულა, რაც მთლიანობაში მე-3 ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი.
“ნოვოსიბირსკმა” ტურნირზე მე-3 მატჩი “სპარტაკ-პრიმიროესთან” გამართა და 91:75 იმარჯვა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 20:10 წუთი დაჰყო და 6 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა. აკაკიმ 9-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

ტურნირის დასკვნით მატჩში ქართველი კალათბურთელის კლუბი “სახალინს” გაეჯიბრა და 75:80 დამარცხდა. დვალიშვილის მონაგარი 5 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო. მან ორქულიანი ააცილა და 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და ამდენივეჯერ დაჯარიმდა.
“ნოვოსიბირსკს” სეზონის პირველი მატჩი, რანგით მეორე – პირველ სუპერლიგაში, 5 ოქტომბერს ელის, როდესაც სურგუტის უნივერსიტეტს უმასპინძლებს.