დღეს, კალათბურთის აკადემიის დარბაზში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შეიკრიბა. გუნდი, რომელიც სულ მალე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაემგზავრება, ამ ეტაპზე 15 კანდიდატითაა შევსებული. მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი იმედოვნებს, რომ ნაკრები უმაღლეს დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. შეგახსენებთ, რომ ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე იქნებიან იტალია, ლატვია და ბულგარეთი.ნაკრების შემადგენლობაში შემდეგი მოთამაშეები არიან:
1. ლევან ცეკვავა (აზოტი, 189 სმ)2. მიხეილ ბერიშვილი (თსუ, 203)3. გიორგი შერმადინი (მაკაბი, 216)4. რეზო დიდია (აზოტი, 204)5. მიხეილ ჭოჭუა (აზოტი, 192)6. გიორგი პირველაშვილი (მაკაბი, 196)7. ლევან ფაცაცია (უგუნდოდ, 196)8. ლაშა ფარღალავა (პენსაკოლა (აშშ), 190)9. გიორგი გაფრინდაშვილი (ასკ (ლატვია), 186)10. გიორგი გულისაბედაშვილი (დინამო, 188)11. ლექსო ლაფანაშვილი (დინამო, 196)12. ბექა წივწივაძე (აკადემია (ლიტვა), 188)13. ირაკლი ჯგერენაია (მაკაბი, 205)14. რიჩარდ მათიაშვილი (თსუ, 207)15. ლუკა ნოზაძე (სტუ, 206)