საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თბილისის “დინამოს” დიღმის ბაზაზე ირანის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და 93:81 მოიგო. ეს იყო პირველი შეხვედრა ამ შემადგენლობით დავით უსტიაშვილის ნაკრებისთვის, რომელსაც მალე ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩები ელის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ახალგაზრდები იტალიის, ლატვიისა და ბულგარეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 22 ქულითა და 14 მოხსნით თავი გიორგი შერმადინმა გამოიჩინა, ხოლო მიხეილ ჭოჭუას მონაგარი კი 18 ქულა იყო. რუსთავის “აზოტის” წევრმა რეზო დიდიამ, რომელიც ნაკრების კაპიტანია, მატჩი 16 ქულითა და 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.ირანელთა რიგებში კი ორი მოთამაშის გამოსვლაა აღსანიშნავი. ემად სალმანლიმ შეხვედრა 25 ქულით დაასრულა, ხოლო მათმა ფორვარდმა არსალან კაზემიმ კი გუნდს 19 ქულა, 17 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შემატა. მომდევნო ტესტ-მატჩს ქართველები ირანელებთან ხვალ, რუსთავში გამართავენ. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება.
საქართველო – ირანი 93:8128:15, 24:29, 25:13, 16:24საქართველო: შერმადინი (22 ქ. 14 მ), ჭოჭუა (18 ქ), დიდია (16 ქ. 4 პ. 3 მ. 2 ჩ. 1 დ), მათიაშვილი (8 ქ), გულისაბედაშვილი (6 ქ), გაფრინდაშვილი (5 ქ), ჯგერენაია (5 ქ), წივწივაძე (4 ქ. 3 პ), მ. ბერიშვილი (4 ქ. 7 მ), ფაცაცია (3 ქ. 4 მ), პირველაშვილი, ცეკვავა.
მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი.ასისტენტი: გელა წულაძე.