ახალი სეზონი ახლებურ მოედანზე

ახალი სეზონი ახლებურ მოედანზე

ფიბა–მ კალათბურთის წესებში რამდენიმე ცვლილება შეიტანა,
რაც 24–წამიანი მოწყობილების მუშაობასა და მოედნის შიდა ზომებს ეხება. სუპერლიგის ახალი სეზონიც მის შესაბამისად ჩატარდება.

საქართველოს
კალათბურთის ფედერაციას, როგორც ფიბა–ს წევრს, ეროვნულ ჩემპიონატში სწორედ ეს ახალი
წესები შემოაქვს.სუპერლიგის ახალ, 2010–2011 წლების სეზონში თამაშები მხოლოდ იმ
მოედნებზე ჩატარდება, რომლებიც ახლებურად იქნებიან დახაზულნი. იცვლება საჯარიმოს
მოედნის ფორმა, იგი მართკუთხა ხდება. იზრდება სამქულიანი ნიშნულის სიგრძე და ასევე
სხვადასხვა ზონის ზომები თუ ფორმები. 

 

ახალი სტანდარტების შესაბამისად დახაზული მოედანი ასეთი იქნება