საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში ასპარეზობს, სადაც საშინაო შეხვედრას ისრაელის ნაკრებთან გამართავს.
საქართველო–ისრაელის შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში 3 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.
თამაშზე დასწრების მსურველმა ჟურნალისტებმა აკრედიტაციის მისაღებად განაცხადი უნდა შეავსონ ფიბა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად მითითებულ ლინკზე – https://accreditation.fiba.com/fiba-publicregistration/en-US/Account
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 26 ნოემბერი.
საქართველო-ისრაელის მატჩზე აკრედიტაციების მიღების მსურველ ჟურნალისტებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურს – press.gbf@gmail.com
