ისლანდიის ჩემპიონატში შედეგიანად თამაშობს რატი ანდრონიკაშვილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა ისლანდიურ “ალფტანესთან” კონტრაქტი ერვნული ნაკრების ნოემბრის თამაშების დრს გააფორმა და ესპანეთიდან, სადაც საქართველოს ნაკრებმა ითამაშა, პირდაპირ ისლანდიაში გაფრინდა.
ისლანდიის უმაღლესი ლიგის მორიგ ტურში ალფტანესმა სტუმრად 104:108 წააგო სტიარნანთან, ხოლო ანდრონიკაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 36:17 წუთში 21 ქულა, 2 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
რატიმ 6-დან 2 ორქულიანი, 9-დან 5 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ ჰენრი მარკისა (24 ქულა, 10 მოხსნა) და დავიდ ოკეკეს (19 ქულა, 7 მოხსნა) ჩამორჩა.
4 მოგებითა და 7 მარცხით ალფტანესი ცხრილში მე-8 ადგილზეა. შენდეგი ტურის მატჩი ანდრონიკაშვილის გუნდს უკვე 2026 წელში ელის.