ანზორ ლეჟავას მემორიალური დაფის გახსნა მის იუბილეზე

ანზორ ლეჟავას მემორიალური დაფის გახსნა მის იუბილეზე

3 სექტემბერს 80 წელი შეუსრულდებოდა დიდ ქართველს კალათბურთელს, ღირსების ორდენის კავაელრს ანზორ ლეჟავას. სწორედ ამ დღეს, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე გაიხსნა მემორიალური დაფა, ხოლო ცერემონიალს საკალათურთო საზოგადოების წარმომადგენლები, ვეტერანი და ანზორ ლეჟავას თანაგუნდელ-მეგობრები დაესწრნენ.
ანზორ ლეჟავა გახლდათ ქართული კალათბურთის ყველაზე დიდი გამარჯვების მოზიარე. 1962 წელს მან თბილისის „დინამოსთან“ ერთად ევროპის საკლუბო ჩემპიონთა თასი მოიგო. ანზორ ლეჟავა გახლდათ საბჭოთა კავშირის 1968 წლის ჩემპიონი, ხოლო 1959, 1960, 1961 და 1968 წლებში ვერცხლის, 1965-ში კი ბრინჯაოს მედლებს ფლობდა.
თბილისის „დინამოში“ გადასვლამდე, 1954-1958 წლებში ლეჟავა თბილისის „ბურევესტნიკში“ თამაშობდა. ის იყო თბილისის, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრებები წევრი.