არალიცენზირებულ მწვრთნელთათვის პირველი ეტაპის გამოცდები 9 ოქტომბერს გაიმართება

არალიცენზირებულ მწვრთნელთათვის პირველი ეტაპის გამოცდები 9 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით გრძელდება გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა. მეორე ეტაპი გასულ აგვისტოს დაიწყო, თუმცა იმ მწვრთნელებისთვის, რომლებსაც პროგრამის საწყისი ეტაპი არ გაუვლიათ, პერიოდულად იმართება პირველი ეტაპის ტესტირება.

9 ოქტომბერს, 09:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (თსუ-ს მაღლივ კორპუსთან) გაიმართება მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპის (C ლიცენზიის) გამოცდები.