თავდაცვის სამინისტროს გუნდმა პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა.
პირველ წრეში „ქუთაისთან“ წაგების შემდეგ ლევან მოსეშვილის გაწვრთნილმა „არმიამ“
ცხრავე თამაში მოიგო და 2011 წელს პირველ ადგილზე ხვდება.
არმიელებმა დღეს რუსთავში „ენერჯი“ დაამარცხეს.
პირველი წრის ბოლო ტური დღეს რუსთავსა და ბათუმში დაიწყო. ორივეგან
სტუმრებმა იმარჯვეს, თუმც გამარჯვების მოპოვება „არმიას“ უფრო გაუჭირდა. რუსთავში
გამართული შეხვედრის პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 20:14 მოიგეს. გიორგი ცეკვავა
და ჟოლივეტ ტუჯანი შედეგიანად ირჯებოდნენ, რამაც მასპინძელი რუსთაველები
დააწინაურა კიდეც. მეორე მეოთხედიდან უკვე სტუმრები გააქტიურდნენ და დიდი
შესვენებისთვის ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 32:33.
მეორე ტამში მოსეშვილის გუნდმა ლიდერობა მოიპოვა და თამაშის ბოლომდე
წარმატებით შეინარჩუნა. რუსთაველები კი სულ კუდში მისდევდნენ არმიელებს და თავის
შანსს ელოდნენ, მაგრამ შორი სროლები ვერ ჩააგდეს და ბოლო მეოთხედში წააგეს კიდეც.
გამარჯვებულთაგან 18–18 ქულით კოტე ტუღუში და ზვიად ბაბიაშვილი
გამოირჩნენ. რუსთაველ გიორგი ცეკვავას კი 24 ქულქა ჰქონდა.
ბათუმში გამართულ შეხვედრაში კი ყველაფერი იოლად გადაწყდა. სტუმრებმა
– სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდელებმა 18 ქულის სხვაობოთ დაამარცხეს მასპინძლები.
არადა, წინა ტურში ბათუმელებმა ქუთაისში იმარჯვეს და სავარაუდო იყო, რომ მედიკოსთა
გუნდთანაც ბრძოლას გამართავდნენ, მაგრამ არ გამოვიდა. მიხეილ ჭოჭუასა და ტარიელ
თავართქილაძის აქტიურობით, სამედიცინო უნივერსიტეტელებმა მიმდინარე სეზონში მესამე
გამარჯვება მოიპოვეს და „ბათუმს“ ბურთების შეფარდებით გადაასწრეს.
პირველი წრის დარჩენილი 3 შეხვედრა ხვალ, 29 დეკემბერს, სპორტის
სასახლეში გაიმართება.
სტატისტიკა: ენერჯი – არმია ბათუმი – სამედიცინო