არმიამ შსს დაამარცხა

არმიამ შსს დაამარცხა

სუპერლიგის მეოთხე ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც
ერთმანეთს არმია და შსს  უპირისპირდებოდნენ,
არმიელებმა დიდი სხვაობით – 100:62 მოიგეს.

თავდაპირველად მატჩი შინაგან საქმეთა სამინისტროს
უპირატესობით დაიწყო,  შსს-მ საწყისი პერიოდი
25:18 მოიგო, თუმცა მეორე მეოთხედში 9:25 დამარცხდა, რის შედეგადაც მატჩის პირველი
ტაიმი 10-ქულიანი სხვაობით დათმო. მესამე მეოთხედში არმიელები ისე  გააქტიურდნენ, რომ შსს-მ მისი შეჩერება ვეღარ შეძლო.
მატჩის ბედი მესამე მეოთხედის მიწურულს  საბოლოოდ
გადაწყდა, არმიამ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და დიდი სხვაობით იმარჯვა.

შსს-ს შემადგენლობაში 24 ქულით რობო კრეპსი გამოირჩა,
ხოლო ,,არმიის’ რიგებში 23 ქულით  23 ქულით
საუკეთესო უილიამ  ტომასი იყო.