არმიამ სლოვენიის უმაღლესლიგელი დაამარცხა

არმიამ სლოვენიის უმაღლესლიგელი დაამარცხა

სლოვენიაში შეკრებაზე მყოფმა „არმიამ“
პირველი საკონტროლო მატჩი მოიგო. ლევან მოსეშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სლოვენიის
უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი, ამჟამად მე–6 ადგილზე მყოფი „სენტური“ 77:65
დაამარცხა.

არმიელები სლოვენიაში ძალიან კარგ
პირობებში არიან. ისინი მაღალი დონის სასტუმროში ცხოვრობენ და სავარჯიშოდ ლაშკოს „ზლატაგორის“
ბაზაზე დადიან. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაცვის სამინისტროს გუნდის ეს სლოვენიური
შეკრება ქართულმა კომპანია „ნეოსპორტმა“ უზრუნველყო“. ამ კომპანიამ ისრუნა
არმიელთა სპარინგ–პარტნიორების შერჩევაზეც და სამივე ოპონენტი
უმაღლესდივილიონელია. „არმია“ 13 იანვარს „ზლატაგორს“ შეხვდება. ეს გუნდი 8
მოგებითა და 1 მარცხით სლოვენიის რეგულარულ ჩემპიონატს (პლეი ოფამდე მასში „ოლიმპია“
და „კრკა“ არ მონაწილეობენ) ლიდერობს. თავდაცვის სამინისტროს გუნდის მესამე
სპარინგ–პარტნიორი ქართველთათვის კარგად ნაცნობი ლიუბლიანის „სლოვანი“ იქნება.

რაც შეეხება „სენტურთან“ მატჩს, არმიელებმა
ის მაღალ დონეზე ჩაატარეს. მათ აკლდათ მძიმედ დაშავებული დავით უგრეხელიძე და
პირველი მეოთხედი 10:26 წააგეს. თუმცა ვითარება მეორე მეოთხედშივე გამოასწორეს და
პერიოდის 25:7 მოგების შემდეგ ლიდერობა მოიპოვეს. არმიელთაგან ბომბარდირი 22 ქულის
მიმთვლელი ანატოლი ბოისა გახდა, კოტე ტუღიშმა ჩვენიანებს 19 ქულა შესძინა, 19 წლის
გივი ბაქრაძემ კი 12 ქულა მოინაგრა.