არმიამ ტაში დიმსახურა

არმიამ ტაში დიმსახურა

თავდაცვის სამინისტროს გუნდმა მორიგი მატჩი მოიგო დიდი სხვაობით.
ამჯერად „არმიის“ „მსხვერპლი“ სსაუ გამოდგა, რომელიც ლევან მოსეშვილის გუნდმა
მიმდინარე სეზონში სარეკორდოდ დიდი სხვაობით დაამარცხა.

44 ქულაზე მეტით ამ სეზონში მხოლოდ შსს–მ იმარჯვა. არჩილ ჟღენტის გუნდმა “დინამოს” 55 ქულით მოუგო. “არმიამ” რეკორდი ვერ გააუმჯობესა, თუმც მეტოქე მაინც დამაჯერებლად დაამარცხა. სსაუ უშანსოდ
არ ყოფილა ამ თამაშში. პირველი მეოთხედის 13 ქულით წაგების შემდეგ მიხეილ კობეშავიძის
გუნდმა  საკუთარი თამაში იპოვა და
ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა – 43:49. თუმცა ამის შემდეგ „არმიამ“ დაცვა
გაამაგრა, რითაც შეტევაშიც იხეირა და სხვაობამაც ზრდა იწყო.

არმიელთაგან 31 ქულით კოტე ტუღუში გამოირჩა, რომელმაც 11 მოხსნაც
მიითვალა და მიმდინარე სუპერლიგის ბომბარდირი გახდა. საქართველოს ეროვნული
ნაკრების წევრი მატჩში საშუალოდ 21,8 ქულას აგროვებს. ორმაგი დუბლი შეასრულა ზვიად
ბაბიაშვილმა – 19 ქულა, 10 მოხსნა. რაც შეეხებათ წაგებულებს, მათ რევაზ ჩაჩანიძემ
ულიდერა 23 ქულით.

მატჩის სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=298