მომავალ შაბათს, 27 ნოემბერს, საქართველოს 16–წლამდელთა ჩემპიონატი იწყება, რის შემდეგაც, იქით კვირაში, დანარჩენი ასაკობრივი ჩემპიონატებიც (18 და 20–წლამდელები) აიღებწნ სტარტს.
ეს ის ჩემპიონატებია, რომელსაც ინტერესი არასდროს აკლია და სავარაუდოდ ახლაც ასე იქნება.
ამ ტურნირებს ისიც უმძაფრებს ინტერესს, რომ საკუთარი ვებ–გვერდები გააჩნია და დაწვრილებითი სტატისტიკის ნახვა ყველა გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომია.
16–წლამდელთა ჩემპიონატში წლეულს უპრეცედენტოდ ბევრი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 18 გუნდი 2 ჯგუფშია გადანაწილებული, რომლებიც საკუთარ ჯგუფებში 2 წრეს მოილევენ და მომდევნო ეტაპზე 4–4 საუკეთესო გავა. ანუ პლეი ოფი აქ მერვედფინალიდან გაგრძელდება.
18–წლამდელთა ჩემპიონატში 9 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. აქ გუნდების რაოდენობა შემცირდა. გასულ სეზონში რეგულარული ჩემპიონატი 2 ჯგუფად ჩატარდა, ახლა კი ერთი ჯგუფი იქნება და 9 გუნდი 2 წრედ ითამაშებს, რის შემდეგაც პლეი ოფში 4 საუკეთესო გავა.
20–წლამდელთა ჩემპიონატში 7 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და აქაც 2 წრედ ჩატარდება რეგულარული ჩემპიონატი, რის შემდეგაც პლეი ოფში ბრძოლას 4 საუკეთესო გააგრძელებს.
დაწვრილებითი ინფორმაცია აღნიშნულ ჩემპიონატებზე შეგიძლიათ ამავე ლიგების ვებ–გვერდებიდან (u-16.ge, u18.ge, u-20.ge) შეიტყოთ. ამჟამად აღნიშნულ საიტებზე ინფორმაციის შევსება მიმდინარეობს და ჩემპიონატების დაწყების შემდეგ ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.