ასაკობრივი ჩემპიონატების B ლიგების საკვალიფიკაციო ტურნირები დაიწყო

ასაკობრივი ჩემპიონატების B ლიგების საკვალიფიკაციო ტურნირები დაიწყო

A ლიგის გათამაშება საქართველოს ყველა ასაკობრივ ჩემპიონატში დაიწყო და უკვე ლამის რეგულარული ჩემპიონატების ნახევარი მიილია. ახლა კი B ლიგები იწყება 14, 16 და 18 წლამდელთა ჩემპიონტებში. მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტურნირებში 24-24 გუნდი მონაწილეობს, მსურველი კი მეტია და ამის გამო ჯერ საკვალიფიკაციო ტურნირი ტარდება. თანმიმდევრობით მივყვეთ და ჯერ იმ ტურნირებზე ვთქვათ, რომლებმაც სტარტი უკვე აიღეს.

16 და 18 წლამდელთა B ლიგების საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები დაწყებულია. გათამაშების სისტემა ყველგან სხვადასხვანაირია, რადგან მონაილე გუნდების რაოდენობები განსხვავდება. 16-წლამდელებში ყველაზე მეტი – 48 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც B ლიგის 18 ადგილისთვის იბრძვიან. შესაბამისად, 6 ადგილი დაკავებულია და 48 გუნდს 18 საგზურისთვის ოლიმპიური სისტემით, თუმცა ო-მატჩიანი რაუნდებით უწევს ბრძოლა.

48 გუნდი განთესვისა და წილისყრის შედეგად დაწყვილდა. 2-მატჩიანი სერიების შემდეგ 24 საუკეთესო გამოვლინდება, რომლებიც 12 წყვილს შეადგენენ. 12 გამარჯვებული და 6 ყველაზე ნაკლები სხვაობით დამარცხებული 18 გუნდი 16-წლამდელთა B ლიგის საგზურს მოიპოვებს.

რაც შეეხება 18-წლამდელებს, აქ 36 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 15 ადგილისთვის იბრძვიან. პირველ წრეში 18 წყვილის გამარჯვებული გუნდები მეორე წრეში დაწყვილდებიან და 9 გამარჯვებული B ლიგის საგზურის მფლობელი გახდება. დარჩენილ 6 საგზურს მეორე წრეში ყველაზე ნაკლები სხვაობით დამარცხებული გუნდი მიიღებს.

დაბოლოს 14-წლამდელთა B ლიგის საკვალიფიკაციო, რომელშიც 24 გუნდი მონაწილეობს. აღნიშნულ ტურნირში 6 ადგილი დაკავებულია და შესაბამისად, დარჩენილი 18 საგზური უნდა გათამაშდეს. 12 წყვილის გამარჯვებული B ლიგაში პირდაპირ გადავა, რომლებსაც ის 6 დამარცხებული დაემატება, რომლებიც 2-მატჩიან სერიაში ყველაზე ნაკლები სხვაობით დამარცხდებიან