“ასტანასთან” საპლეიოფო მატჩში მარკოიშვილი ბომბარდირი გახდა

“ასტანასთან” საპლეიოფო მატჩში მარკოიშვილი ბომბარდირი გახდა

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ვითიბი ლიგის მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩში 110:60 გაანადგურა „ასტანა“ და საერთო ანგარიშით 2:0 დაწინაურდა. გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილიდაიდო ქართველმა ლეგიონერმა, რომელიც 18 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე 22 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 2-დან 2 ორქულიანი, 6-დან 4 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულასთან ერთად მარკოიშვილმა 2 პასი მიითვალა. 15 ქულითა და 7 მოხსნით გამოირჩა ნანდო დეკოლო, ალექსანდრ კაუნმა კი 13 ქულა დააგროვა.
სერიის მომდევნო მატჩი 7 მაისს ასტანაში გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში ცსკა მეოთხედფინალურ სერიას მშრალი ანგარიშით მოიგებს.